| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ახალი ქართული ხელოვნების დასაწყისი 1880 წელი, საქართველოს მსოფლმხედველობის შეცვლა“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა კელაპტრიშვილმა მოსწავლეებს, დისტანციური სწავლების პირობებში, საინტერესო ვიდეოპრეზენტაციები მოუმზადა.
„28 თებერვლის მერე სახლში ვარ, როგორც ყველა, მე არ ვარ გამონაკლისი. დასვენება გამოგვიცხადეს და უცბად ყველაფერი შეიცვალა. აღმოჩნდა, კომპიუტრთან უნდა დავმჯდარიყავი და დისტანციურ სწავლებაში ჩავრთულიყავი. ერთგვარად დავიძაბე, როგორ უნდა გამერთვა თავი ამისთვის არ ვიცოდი. ხშირ შემთხვევაში ბავშვთან უშუალო შეხება რომ გაქვს, მაშინაც რთულია სრულყოფილად მიიტანო მოსწავლესთან ისეთი საგანი, რომელსაც, შეიძლება ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში მეორეხარისხოვანს უწოდებენ და არის ხოლმე ასეთი გამოთქმა „ამ ხატვამ კიდერააა“.
ჩემთვის გამოწვევა იყო და მივიღე ეს გამოწვევა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის მეცხრე კლასელებს, რომლებიც მართლაც გულწრფელად დაინტერესდნენ ჩემი შეთავაზებით. ისინი მიხსნიდნენ გაკვეთილს და მერე მე პრეზენტაციის სახით ვაკეთებდი ახალი თემის მათი ახსნილის უკუკავშირს. მინდა შემოგთავაზოთ ის პრეზენტაციები, რომლებიც ამ ბავშვებმა შთამაგონეს. ვიმედოვნებ, რომ ეს გაკვეთილები მათ დიდხანს დაამახსოვრდებათ, კიდევ ერთხელ მადლობა ბავშვებო, ეს კარანტინი სწორედ ამ სამუშაოებმა გადამალახინა“,-წერს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა