სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მშობელთა კრება ონლაინ - „შვილო, სარეცხი ჩამოხსენი, მე კრებაზე ვარ!“
11-06-2020
-
+


ბოლო სამი თვეა აქტიურად გვესმის საუბრები დისტანციურ სწავლებზე, გამომწვევებზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებაზე და მხოლოდ მისასალმებელია, როდესაც საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები დაძლეულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რა მდგომარეობაში ჩააყენა მშობლები სწავლების ონლაინ-რეჟიმმა. ფაქტია - მათ ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, მეტად აკონტროლონ შვილები, რათა არც ონლაინ-გაკვეთილები გააცდინონ და ყველა დავალებაც შეასრულონ...

თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა და ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი დისტანციური სწავლების ერთ ასპექტზე შევჩერდებით -  მშობელთა ონლაინ-კრება. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ეს ონლაინ-კრება არაფრით ჰგავს ტრადიციულს - თავი ონლაინ-გაკვეთილზე მეგონა. ყველაზე დიდი კურიოზი ის იყო, რომ ახლა საკუთარი შვილი მანდატურად მეჯდა წინ და თვალებით მანიშნებდა, დამრიგებელთან ზედმეტი არაფერი მეთქვა. რა იყო ეს „ზედმეტი“? - მაგალითად ის, რომ ხანდახან ონლაინ-გაკვეთილს მხოლოდ ზრდილობის გამო ესწრება და არც კი ისმენს, პედაგოგი რას ესაუბრება, საშინაო დავალებების მომზადებას დედლაინამდე არ იწყებს და კიდევ უამრავი ნიუანსი, რაც, როგორც მშობელმა, დისტანციური სწავლებისას აღმოვაჩინე.

არა - არც ოროსანია და საკმაოდ მაღალი შეფასებაც აქვს, მაგრამ რად გინდა - მიეცა საშუალება და როგორც პედაგოგებს უყვართ ხოლმე თქმა, „ფუქსავატობს“.

ზედმეტი დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და მთავარ საკითხზე გადავალ - პირველი შეხვედრა დამრიგებელთან მას შემდეგ, რაც „კორონამ“ სახლებში გამოგვკეტა! ნერვიულობა, დაძაბულობა და რაც მთავარია, წლის შეჯამება. ყველამ კარგად ვიცით, რა და როგორ ისწავლეს ჩვენმა შვილებმა მიმდინარე სასწავლო წელს, მაგრამ ღიად საყვედურის მოსმენა არავის უნდა.

დამრიგებელი კი ნერვიულობს, რადგან კლასის მესამედს არადამაკმაყოფილებელი ნიშანი აქვს, განმავითარებელი შეფასება ბევრს არაფერს ჰმატებს შედეგებს და ამ დროს ისმის - „შვილო გაწვიმდა, სარეცხი ჩამოხსენი, მე მშობელთა კრებაზე ვარ და არ მცალია“, - ერთ-ერთ მშობელს მიკროფონის გამორთვა დაავიწყდა. ამაყი ვარ - მე დამატრენინგა ჩემმა შვილმა, მიკროფონი გამორთული როგორ მქონოდა. ამ დროს, რაღაც საკითხზე მასწავლებელს კითხვა დავუსვი, ჩემი ხმა კი არ ისმოდა - ჩართვა დამავიწყდა.

მოკლედ, როგორც იქნა დავამთხვიე ხმა და ჩართული მოკროფონი ერთმანეთს, „დავუმუღამე“ - ასეა თინეიჯერის დედობა, ან მათ ენაზე უნდა იმეტყველო, ან უცხოპლანეტელვით გიყურებენ.

ჩავრთე მიკროფონი, კითხვა გავიმეორე, ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ, ნუ მონაცვლეობით, რა თქმა უნდა და როდესაც მშობელთა ონლაინ-კრება დასრულდა, მხოლოდ ერთი კითხვა, უფრო სწორად შიში ამეკვიატა - ასე თუ გაგრძელდა, რა გვეშველება?!

გასაგებია, რომ ყველაფერი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის კეთდება, მაგრამ ონლაინ-კრების შემდეგ საოცრად მომინდა დაბრუნუბულიყო დრო, როდესაც არც კი ვიცოდით, რა იყო სოციალური დისტანცირება, „თიმსი“, ონალინ-სწავლება და კიდევ უამრავი ონლაინ-რამ.

მშობელთა ონლაინ-კრების შემდეგ კი ერთადერთი სურვილი გამიჩნდა - სკოლაში მინდა! არადა, საკუთარი ბოლო ზარის შემდეგ, მსგავსი უცნაურობა არასოდეს გამივლია თავში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება