სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
06-09-2017
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტრში დამტკიცებული პროცედურების მიხედვით 2017-18 სასწავლო წლისთვის მიმდინარე გრანტის მფლობელების მიერ განაცხადების შემოტანა მიმდინარეობს სექტემბრის თვეში, შესაბამისად, ცენტრის შესარჩევი კომისია შეიკრიბება 20 - დან 30 სექტემბრამდე, რათა ინდივიდუალურად განიხილოს ყველა სტიპენდიანტის საქმე.

განათლების საერთაშორისო ცენტრს უკვე ჰყავს 500-მდე სტიპენდიანტი, მათ შორის არის გიორგი მჭედლიშვილი, რომლის სწავლისა და საყოფაცხოვრებო თანხას 1 წლის მანძილზე აფინანსებდა პროგრამა "ცოდნის კარი" , ხოლო განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შემდეგ, 3 სასწავლო წელის განმავლობაში დაფინანსება ცენტრმა განაგრძო. შესაბამისად, გიორგი მჭედლიშვილის 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით გამოეყო 79 878 ლარი. 

განათლების საერთაშორისო ცენტრში განმარტავენ, რომ საბაკალავრო პროგრამა ამერიკის „LIBERAL ARTS Schools”-ში არის ოთხწლიანი, თუმცა გიორგი მჭედლიშვილმა მე-5 წლის დამატება და „კომბინირებული ხარისხის“ მიღება გადაწყვიტა მის სკოლასა და კოლუმბიის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. გიორგის 2016 წლის კონკურსში მონაწილეობისას მე-4 (და ბოლო) წლის დაფინანსება დაუმტკიცდა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და აღნიშნული გარემოება გრანტის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა. 

2017 გიორგი მჭედლიშვილმა ცენტრს თხოვნით მიმართა, რომ კომისიამ განიხილოს მისი განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს „კომბინირებული პროგრამის“ დაფინანსებას მე-5 წლით. დადგენილი პროცედურის მიხედვით, ცენტრის შესარჩევი კომისია, რომელიც შედგება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებისა და ცენტრის ბენეფიციარებისგან. შეიკრიბება ზემოაღნიშნულ პერიოდში და მიიღებს გადაწყვეტილებას ( ზოგადად ცენტრი ორიენტირებულია ნებისმიერი საკითხი გადაწყდეს ბენეფიციარის სასიკეთოდ). 

განათლების საერთაშორისო ცენტრი იტოვებს იმედს, რომ კომისიას მუშაობისა და ობიექტური, კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცემა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება