სიახლეები
საინტერესო

„ცინიკურები კი არა, მოტყუებულები ვართ!“ - რატომ დაუპირისპირდნენ მასწავლებლის სახლს მაძიებელი პედაგოგები?
02-06-2020
-
+


იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო, მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს, უფლება აქვთ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულონ მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

მინისტრის ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ მაძიებელი პედაგოგები, რომლებიც პროგრამის ხელმძღვანელის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ, ეპიდემიის გამო, უფროსი მასწავლებლის სტატუსს დათქმულ დროში ვერ მოიპოვებენ. 

ამან მაძიებლების უკმაყოფილება გამოიწვია. პედაგოგები მაძიებლობის პრაქტიკული კურსის სექტემბერში გადატანასთან დაკავშირებით მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი მასწავლებლის სახლს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პროგრამის დასრულებისას გაიგეს, რომ დამატებითი აქტივობები იყო საჭირო, თუმცა ისინი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. 

გთავაზობთ მაძიებელი მასწავლებლების კომენტარებს, მათთვის შექმნილი ჯგუფიდან: მაძიებელი მასწავლებლები 2019-2020:

„მაძიებლის პროგრამის შესახებ შარშან ზაფხულში გავიგე, სექტემბერი ახლოვდებოდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე რომ სახელმწიფო, განათლების სამინისტრო შანსს მაძლევდა ჩემთვის საოცნებო პროფესიაში დავბრუნებულიყავი. დიპლომში ფილოლოგი მიწერია, მაგრამ სწავლა 2011 წელს დავასრულე და მის მერე ჩემი კარიერა სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ჩემი კურსელები სკოლაში მუშაობდნენ ყველა და გულის სიღრმეში ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ მე ჩამოვრჩი მათ.

მშვენიერი სამსახური მქონდა ასევე მშვენიერი ანაზღაურებით, მაგრამ აი, რაღაც რომ არ გასვენებს, რომ გინდა ....
(საგნის გამოცდა მანამდე ორი წლით ადრე ჩავაბარე, ყოველი შემთხვევისთვის და მედო ის ჩემი 10 კრედიტზე ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)

მოკლედ გავიარე გასაუბრება, აღფრთოვანებული მე და სკოლაც რომ ამხელა ენთუზიაზმი დაინახეს ჩემში, იყო კომენტარები, რომ ძალიან უხარიათ ამ პროფესიით ახალგაზრდების ასე დაინტერესება და ა.შ

(ამ ერთმა წელმა დამარწმუნა, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი ხარვეზი ეს არის ხარისხზე არ ზრუნვა განათლების სამინისტროს მიერ, დაღლილი მასწავლებლები და მოტივაციის არ ქონა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში თითქოს ბევრი რეფორმა ჩატარდა სწავლის ხარისხი დაბალია, რის ერთადერთ გამოსავლადაც მოტივირებული პედაგოგები მიმაჩნია)

მოკლედ, დავიწყე მუშაობა, 25 საათის ჩატარების სანაცვლოდ 400 ლარიანი ხელფასით, ვიყავი ძალიან ბედნიერი, მიხაროდა ყოველი დღის გათენება და იმ საქმის კეთება, რაც ასე მინდოდა ყოველთვის...

იმედგაცრუება მაშინ შემეპარა, როდესაც ოთხი თვე გავიდა და პროგრამამ მხოლოდ მეილი მომცა! დიახ მეილი, მე რომ ვფიქრობდი, რომ ოთხ თვეში პროგრამას დავძლევდი ამ დროში ელემენტარული ინფორმაცია არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა!

გავიდა ეს ოთხი თვე და აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მისხალ-მისხალ ვაკოწიწებდი ინფორმაციას მასწავლებლის სახლში, სკოლაში და ნინო ბერიკაშვილთან!

პირადად მე მასთან ერთხელ დავრეკე, მაგრამ რეალურად პასუხი ჩემს მიერ დასმულ ვერც ერთ კითხვაზე ვერ მივიღე. ეს ხდებოდა იანვარში!

მერე ნაკუწ-ნაკუწ მოვიდა ინფორმაცია.

დაგვემატა მესამე კურსი, სამოქმედო გეგმა და გავიგეთ, რომ თურმე ათი გაკვეთილი უნდა ჩავატაროთ. მაშინვე დავიწყე გაკვეთილების ჩატარება, ისევ თავდაპირველი ენთუზიაზმით!

მოვასწარი სულ 5 გაკვეთილი, დავასრულე აკადემიური კურსი, ის ადრევე მქონდა დასრულებული, მაგრამ ველოდი მესამე მოდულს.

შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა!

როდესაც ახორციელებ მსგავსი ტიპის პროექტს, შეგეძლოთ გეზრუნათ რამდენიმე საკითხზე, მაგალითად, მსგავსი ვებინარები დაგეგეგმათ თავიდანვე და ჩვენ სახვეწარი არ გვქონოდა ინფორმაცია, რაც არანაკლებ სტრესული იყო ჩვენთვის!

შეიქმნა ეს ჯგუფი და აქაც უამრავი კითხვა იწერებოდა, ხანდახან ერთი და იგივე, ხანდახან გამაღიზიანებელიც კი.
ეს ყველაფერი გამოიწვია თავის დროზე ინფორმაციის ნორმალურად არ მიწოდებამ!

პანდემიის პირობებში, რომ შეფასების სისტემა ვერ შექმენით, ეგეც საამაყო და სატრაბახო არ არის!
(გულწრფელად გითხრათ ამ პროექტის ავტორებისგან მაგის შექმნის იმედი არც მქონდა)

ის, რომ ახლა რეფლექსიები უნდა დავამატოთ, არანირ სირთულეს არ მიქმნის მე პირადად, არაჩვეულებრივი რეფლექსიები მაქვს დაწერილი, ვრცელი და ამომწურავი! ჩემთვის ერთი სიამოვნება იყო იმ პროგრამაში მუშაობა და შემდეგ რეფლექსიების წერაც!

უბრალოდ ამას ახლა არ უნდა ვიგებდეთ!

და ამაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, პროექტის შემქმნელები..

რაც შეეხება სხვისი კრედიტების თვლას, თქვენ თვითონ, განათლების სამინისტრომ შექმნა ეს არაჯანსააღი, მახინჯი კრედიტების სისტემა, რაც თავის თავშივე არასამართლიანია და ერთმანეთს დააპირისპირა პედაგოგები, ეს უკვე დიდი ხანია არსებობს და ჩვენ ნუ გვაბრალებთ, თუ შეიძლება და ნურც მორალს აქ ნუ გვიკითხავთ მაღლიდან.

გარდა ამისა, თუ უნივერსიტეტები უთვლიან 60 კრედიტიანი პროგრამის მონაწილეებს ონლაინ გაკვეთილებს და ჩემი ერთი მეგობარი (ზუსტად ჩემთან ერთად მისული სკოლაში, რომელსაც გაუმართლა და ვერ ჩაერთო ამ აბდაუბდა პროექტში რადგან დიპლომში ჟურნალისტი უწერია და უარი უთხრეს) დაიწყო 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა ილიაში და სექტემბერში ის უფროსი მასწავლებლის სტატუსით მოვა სკოლაში და მე ვერა! მითხარით, უსამართლობის განცდა როგორ არ უნდა დამრჩეს!

ამ პოსტის დაწერისგან თავს ვიკავებ დიდი ხანია, მაგრამ აი პოსტმა, რომ თურმე ცინიკურები ვართ, ყველანაირი მოთმინების ფიალა ამივსო! ცინიკურები კი არა ქალბატონო ნინო, მოტყუებულები ვართ!

ჩემს კოლეგებს მივმართავ!

მოვითხოვოთ მინისტრთან შეხვერა, რადგან ამ პროექტის ორგანიზატორებმა საქმეს თავი ვერ გაართვეს, თავიდანვე იყვნენ არაორგამიზებულები და არათანმიმდევრულები! დარწმუნებული, ვარ მათ სახელმწიფო უხდის შესაბამის ანაზღაურებას და ახლა ყველაფერი პანდემიას ბრალდება მათი მხრიდან!

აქაც ერთი ლაფსუსია, ვინც ეს პროგრამა დააანონსა, ის დღეს მინისტრი აღარ არის.

როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში აქაც ბევრ აბდაუბდას ვაწყდებით.

პ.ს ის რომ ორსულმა გავიარე ეს ერთი წელი და თბილისიდან რაიონში ორსული დავდიოდი იმედით და ენთუზიაზმით სავსე, გულმოდგინედ ვასრულებდი ყველა მითითებას და ა.შ ვის აინტერესებს...

უბრალოდ დღეს შენიშვნას, რომ ცინიკური და არაკოლეგიალური ვარ არავისგან არ მივიღებ! არც თქვენ იყავით თაფლი და შაქარი იანვარში, რომ დაგირეკეთ და მარტივ შეკითხვებზე პასუხი ბოდიშებით გთხოვეთ!

ესაა ამ პოსტის მიზანი

მადლობა ნახვამდის“.

................

„თუკი არ გჭირდებოდათ ჩვენნაირი ახალგაზრდა, შრომისმოყვარე, მცოდნე, ენერგიული მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ და არა ჯახირით 1 კრედიტზე, გეთქვათ ბატონო! ჩვენც ან სხვა საქმეს მოვკიდებდით ხელს, ან არადა ტყუილა ილუზიებს არ შევიქმნიდით, რომ შრომა დაგვიფასდებოდა! როცა ნახევარზე მეტი გზა გვაქვს გავლილი, ზუსტად მაშინ ვიგებთ სიურპრიზებს! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საშუალებას არ გვაძლევთ სტატუსის მოპოვების (დამსახურებულად) ონლაინ გაკვეთილებით ან ტრენინგებით!“

................

„მე დავასრულე მაძიებლობის კურსი, როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკულიც. ჩემი აქტივობები სკოლამ შეაფასა დადებითად. დღეს ვიგებ ვებინარიდან, რომ თურმე უნდა დამეწერა აკადემიური კურსის რეფლექსიები, მათ შორის სადემონსტრაციო და შესავალი მასწავლებლის პროფესიაში, ასევე ცალ-ცალკე აკადემიური და პრაქტიკული კურსის რეფლექსიები. ამ შემთხვევაში რა ხდება? დარწმუნებული ვარ ვინც უკვე დაასრულა, არცერთს არ აქვს ასე შესრულებული, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა დაგვეწერა მხოლოდ სამი მოდულის ( EDU 1, EDU 2 და EDU 3) რეფლექსია. თქვენ მიერ გადმოგზავნილ აქტივობებში მსგავსი არაფერი ეწერა.

................

"ვხელმძღვანელობთ თქვენ მირ გადმოგზავნილი დოკუმენტით, სადაც საკმაოდ მკაფიოდ ჩამოთვლილი ის აქტივობები, რომლებიც უნდა განმეხორციელებინა მაძიებლობის პერიოდში. ეს აქტივობებია:

1) გაკვეთილის გეგმა

2) ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

3) კლასგარეშე აქტივობების გეგმა

4) კლასგარეშე აქტივობების რეფლექსია

5) თვითშეფასება

6) კურსის რეფლექსია

7) კვირის რეფლექსია

8) ტუტორის/დირექტორის ანგარიში

9) სამოქმედო გეგმის ანგარიში

10) თვითგანვითარებაზე ზრუნვა

11) სხვა

დღეს ვიგებ, რომ თურმე უნდა დამეწერა რეფლექსია სადემონსტრაციო (რომელიც არ ფასდება) და მასწავლებლის პროფესიაში შესავალი კურსის, რომელშიც მთელი საქართველოს კანონმდებლობაა მოცემული.

ასევე პრაქტიკული კურსის რეფლექსია.

შესავალი მასწავლებლის პროფესიაში - ამის შესავალი როგორ უნდა დავწეროთ ეს ხომ მთელი კანონმდებლობაა და არამარტო. დავიბენი“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება