| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თემურ ბიკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა და მასწავლებლები - ნინო ფარულავა და დალი ეჯიბია აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
პედაგოგებს დისტანციური სწავლების საკითხებში აქტიურობისა და ყველა შესაბამისი შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ. მან აღნიშნა, რომ დროის გამოწვევას ასევე ღირსეულად გაუმკლავდნენ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების პედაგოგები, რომელთაც ისედაც რთულ ვითარებაში - ქართულად სწავლა/სწავლების უკიდურესად შეზღუდვის პირობებში უწევთ საქმიანობა. თუმცა, როგორც როლანდ ნიჟარაძენ დასძინა, მავთულხლართები დიდხანს ვერ გაძლებს და ის მალე ბერლინის კედელივით დაინგრევა.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №6, №11, №14, №15, №21 მათ შორის თემურ ბიკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა, მასწავლებლები: ნინო ფარულავა,დალი ეჯიბია. რომლებმაც ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. ამასთანავე, ილაპარაკეს შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში გამოკვეთილ პრობლემებზე.
ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა