სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლები პედაგოგ დალი ტეტემაძეს მადლობის წერილს უძღვნიან
29-05-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ტეტემაძე სადამრიგებლო კლასს, პირველ კლასელებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს.

პედაგოგის მიმართ მადლიერება გამოხატეს სადამრიგებლო კლასის მშობლებმა და წერილი გაავრცელეს. წერილში მშობლები მადლობას უხდიან სკოლის დირექტორსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც:

„მადლობა მინდა გადავუხადო Iბ კლასის მასწავლებელ დალი ტეტემაძეს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც გააკეთა ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის.

დიდი გამოწვევის წინაშე დადგა მთელი საქართველო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დისტანციურად ჩვენ, მშობლებსაც კი შეგვასწავლა, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ონლაინ პლატფორმები, რომ ჩვენს შვილებს კომფორტულად ჰქონოდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა. მან შეასწავლა ბავშვებს ანბანი, წერა-კითხა, მათემატიკა, სიყვარული ბუნებისადმი და აზიარა ხელოვნებასა და მუსიკის ჰანგებს.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ ტარიელ მიქელაძეს, ადმინისტრაციის ყველა წევრს, რომ დროულად გვაწვდიდნენ ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ.

უღრმესი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს იმ ონლაინ პლატფორმების უმოკლეს დროში შექმნისთვის, რომლის საშუალებითაც კომფორტულ გარემოში ახერხებდნენ ჩვენი შვილები გაკვეთილებზე დასწრებას და ხარისხიანი ცოდნის მიღებას.

ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით ასრულებდნენ TV სკოლისა და izrune.ge შემოთავაზებულ ტესტებს, მადლობა მათ ამ ფასდაუდებელი შრომისთვის.

არცერთი დღე, არცერთი წუთი და წამი არ ყოფილა უნაყოფო. შეძლო ჩაეტარებინა დისტანციურად სხვადასხვა ღონისძიებები: „დედაენის დღეზე“, „9 აპრილზე“, „დედამიწის დღეზე“, „აღდგომაზე“, „26 მაისი“ და პირველი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება „ჩვენ მომავლის იმედი ვართ, გწამდეთ გჯეროდეთ“. მან ჩვენ შვილებს გმირები უწოდა, მაგრამ ის არის ჩვენი დროის გმირი. მთელი Iბ კლასის მშობლები ვუხდით მადლობას ამ ღვაწლისთვის, „ამ მადლიან მადლისთვის გმადლობთ მასწავლებელო“.

1-ლი ბ კლასის მშობლები: დიანა ფუტკარაძე და ინდირა ბერიძე“-წერია წერილში.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება