| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ორიგინალურად მიულოცეს. პედაგოგებმა, იმისთვის, რომ მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ უფრო ფერადი და დასამახსოვრებელი გაეხადათ უჩვეულო ამპულა მოირგეს და კურსდამთავრებულებს მუსიკალური ვიდეორგოლი მიუძღვნეს.
„ცხოვრება მრავალფეროვანია, სავსეა მოულოდნელობებით, ამიტომაც არის საინტერესო. ყოველი ახალი განსაცდელი ახალი გამოწვევაა, გამოცდილებაა, რომელიც გვაძლიერებს. დღევანდელი ვითარების მიუხედავად ჩვენ ერთად შევძელით სასწავლო წლის წარმატებით და ორიგინალურად დამთავრება.
ჩვენო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ ახალ საფეხურზე გადასვლას! გისურვებთ საინტერესო და სიყვარულით სავსე ცხოვრებას! ბედნიერება და წარმატება ყოფილიყოს თქვენი მეგზური!
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენ ხართ ლაღი, თავისუფალი, მოაზროვნე თაობა, რომელიც შექმნის ქვეყნის ღირსეულ მომავალს.
და თუ ოდესმე ბავშვობასთან შეხვედრა მოგინდებათ, მოდით სკოლაში, აქ გელოდებათ თქვენი ტკბილი მოგონებების წიგნი.
გვიყვარხართ და გვეიმედებით!
P.S. თქვენმა მასწავლებლებმა ცოტა უჩვეულო ამპლუა მოვირგეთ, რათა წლევანდელი ბოლო ზარი უფრო ფერადი და დასამახსოვრებელი გაგვეხადა თქვენთვის“,- ნათქვამია სკოლის წერილში.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა