| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, შეაჯამეს ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში მათ მიერ გაწული სამუშაო. ეკოკლუბელებმა ჯერ დაანონსეს ინფორმაცია, რომ ონლაინ, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ექნებოდათ პროექტის შეჯამება და ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელი გახადეს დასწრება.
მოსწავლეებს მიწვეული ჰყავდათ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიდან საბა წიწიკაშვილი (რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს საინფორმაციო ცენტრის გვერდზე), სკოლის ადმინისტარციის წარმომადგენლები და მათი მეგობარი ეკოკლუბის წევრები.
ეკოკლუბელებმა ისაუბრეს ნიკო კეცხოველის პროექტის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები სკოლისთვის და საგანმანათლებლო სივრცისთვის დადებითი. ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი ტიპის პროექტებში ახალგაზრდების გააქტიურება ნამდვილად გაგვიყვანს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომ მათი შესრულება მომავალ თაობებს უკეთ შეუძლიათ.
მოსწავლეებმა შეხვედრაზე დასახეს სამომავლო გეგმებიც. ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის კლუბის კურატორმა სექტემბრიდან უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. შეხვედრის ბოლოს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს ყველა ეკოკლუბელს, მასწავლებელს, ორგანიზაცია CENN-ს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა