სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 სკოლის I კლასის მოსწავლეები თანატოლებს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებას  ულოცავენ და ონლაინ პროექტს სთავაზობენ
28-05-2020
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეები, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, თანატოლებს ულოცავენ სწავლის წარმატებით დამთავრებას და სთავაზობენ ონლაინ პროექტს, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოწვევაა - ცნობილი მხატვრების ნახატების „გაცოცხლება“. გამოწვევამ მთელი მსოფლიო მოიცვა. პირველკლასელებიც სიამოვნებით შეუერთდნენ ამ გამოწვევას და ნინო ჩაკვეტაძის ნახატები „გააცოცხლეს“.

„27 მაისს პირველკლასელებს ითხოვენ. დამშვიდობება კი, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხდა დისტანციურად, ონლაინ. 16 სექტემბერი - 27 მაისი - სწრაფად  გაირბინა პირველკლასელთათვის ემოციების, შთაბეჭდილებებისა და ახალი გამოწვევების ერთმა სასწავლო წელმა, რომელმაც მოსწავლეობის წარუშლელი საფუძველი ჩაუყარა პატარებს, ჩამოაყალიბა პიროვნებებად  და მრავალი უნარ-ჩვევა შესძინა.  მათ შეძლეს გამკლავებოდნენ იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას, ონლაინ გაკვეთილებს, გამარჯვებულები ამთავრებენ  სწავლას  და  გადადიან მომდევნო კლასში.

თბილისის N103 საჯარო სკოლის  Iგ კლასის  მოსწავლეები  ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით თანატოლებს ულოცავენ სწავლის წარმატებით დამთავრებას და სთავაზობენ ონლაინ  პროექტს, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. ეს არის  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოწვევა - ცნობილი მხატვრების ნახატების „გაცოცხლება“, რომელმაც  მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩვენი პირველკლასელებიც სიამოვნებით  შეუერთდნენ  ამ  გამოწვევას  და „გააცოცხლეს“  ნინო ჩაკვეტაძის ნახატები, უყურეთ და ისიამოვნეთ.

უღრმესი მადლობა მშობლებს ჩართულობისთვის, რომლებმაც ამ ექსტრემალური მდგომარეობის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს პროექტს და მონაწილეობა მიიღეს  ამ გამოწვევაში.  ჩვენ კი ვულოცავთ  ყველა პირველკლასელს სწავლის დასრულებას და მშვიდობიან ზაფხულს ვუსურვებთ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება