სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

როგორ უნდა დაარეგისტრიროთ შვილი სასურველ სკოლაში - რჩევები პირველკლასელთა მშობლებს
01-06-2020
-
+


პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2 ივნისს იწყება და რეგისტრაციის გვერდი, სწორედ ამ დღეს, დილის 9 საათზე გაიხსნება. 

ვისაც გამოცდილება არ გაქვთ, შეგამზადებთ, რომ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირება მშობლებისთვის ერთგვარ რბოლას წარმოადგენს, ვინაიდან საყოველთაო რეგისტრაციის დროს სკოლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა ელვის სისწრაფით ივსება.

მშობლებისთვის შვილის სასურველ სკოლაში დარეგისტრირების გასამარტივებლად etaloni.ge რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გთავაზობთ, რომელიც რეგისტრაციისას უნდა გაითვალისწინოთ:

  1. წინასწარ ნახეთ რა მონაცემების შეყვანა გჭირდებათ რეგისტრაციისას და ისინი ზეპირად დაიმახსოვრეთ;

„ვიცოდი, რომ შვილის დარეგისტრირება იმ სკოლაში, რომელშიც გინდა თითქმის შეუძლებელია, რადგან ადგილები წამებში ივსება. ამიტომ გადავწყვიტე წინასწარ მოვმზადებულიყავი ამ პროცესისთვის. შესაბამისად, რეგისტრაციის დაწყებამდე ვიცოდი რა ძირითადი მონაცემების შეყვანა დამჭირდებოდა და ეს მონაცემები ცალკე ამოვიწერე  და პრაქტიკულად დავიზეპირე, რომ შემდგომ ზედმეტად დრო არ დამეკარგა შეცდომით შეყვანილი ინფორმაციის თავიდან შეყვანაში. ჩემი გამოცდილებიდან, პირველკლასელთა მშობლებს ვურჩევ წინასწარ ნახონ რა ინფორმაციის შეყვანა დასჭირდებათ, ეს მონაცემები ცალკე ქაღალდზეც ამოიწერონ და რეგისტრაციისას წინ დაიდონ, რათა მერე არ დაიწყონ საბუთების ძებნა და დაზუსტება თუ ზეპირად ეცოდინებათ, ეგ კიდევ უკეთესი“, - გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას ერთ-ერთი მშობელი.

  1. დაიხმარეთ ახლობლები - ამით თქვენი შანსები ორმაგდება! მიეცით რეგისტრაციისას შესაყვანი ინფორმაცია ოჯახს სხვა წევრებსაც და ყველამ ინდივიდუალურად სცადოს ბავშვის დარეგისტრირება;

„თამამად გეტყვით, რომ ცხოვრების ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ჩემი შვილის იმ სკოლაში დარეგისტრირება იყო, რომელიც სახლთან ძალიან ახლოს იყო და თან მისაღებად არც ისე ბევრი ადგილი გამოცხადებული. ვიცოდი, ადგილები ძალიან სწრაფად ივსებოდა, ამიტომ რამდენიმე ახლობელს ვთხოვე დამხმარებოდნენ. მათ მივეცი ის მონაცემები, რომელიც რეგისტრაციის პროცესში იყო საჭირო და რეგისტრაციის დაწყების წამიდან რამდენიმე კაცს შეჰყავდა მონაცემები, რომ რომელიმეს მაინც მოგვესწრო რეგისტრაცია, საბედნიეროდ ამ მეთოდმა გაამართლა“, - გირჩევთ კიდევ ერთ მშობელი.

  1. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციას მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკიც კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას შეესაბამება, ანუ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღემდე შეუსრულდებათ.

ონლაინ რეგისტრაციისას მშობელი შედის საიტზე: registration.emis.ge, ირჩევს რეგისტრაციის ბმულს და იწყებს მონაცემების შეყვანას თანმიმდევრულად და სრულად, მითითებული ველების გამოტოვების გარეშე.

იხილეთ დეტალური ინსტრუქცია იმის  შესახებ, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროთ პირველ კლასში მოსწავლის დასარეგისტრირებლად:

  1. მოსწავლის პირადი მონაცემების შეყვანისას უნდა მიუთითოთ პირველკლასელის მოქალაქეობა, მისი პირადი ნომერი, სახელი, გვარი და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭიროთ ღილაკს „შემდეგი“;
  2. რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ ერთ-ერთი მშობლის (დედა /მამა/მეურვე) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“;
  3. რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ჩამოსაშლელი ველების საშუალებით უნდა ამოირჩიოთ შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი და ცვლა. რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.

იხილეთ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა, რომლის სკოლისთვის მიწოდება მშობლებს ელექტრონულად შეუძლიათ:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს, მოსწავლის ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტაცია.

პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინსტრუქცია.

სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების სანახავად გადადით ბმულზე.

იხილეთ ასევე: პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა - ცვლილებაა დოკუმენტების წარდგენის ფორმაშიც 

ცნობილია ასაკი, რომელსაც პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე არ უნდა აღემატებოდეს - რამდენი წლის ბავშვს ვერ დაარეგისტრირებთ ხვალ?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვალდებულებები უნდა შეასრულონ განათლების სამინისტრომ და მთავრობამ 1-ელ სექტემბრამდე

მასწავლებელთა კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

ინგლისურისა და სხვა უცხოური ენების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ცნობილია - NAEC

გამოუცხადებლობის 18 პროცენტი და 1 დაგვიანება მასწავლებელთა გამოცდებზე - დილის სესიის სტატისტიკა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ნათელი მომაავლი უსურვა

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პაოლო იაშვილისა და „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით მემკვიდრეობას

გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საზეიმო ღონისძიებით გააცილა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება