სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთ ნიშანს 20 ივნისამდე ყველაფერი გამოუვა, ერთს კი შეცდომა სერიოზულ პრობლემას მოუტანს - ხართ თქვენ მათ შორის?
25-05-2020
-
+


დედამიწა 11 ივნისამდე უარყოფით ენერგოველში შედის. ეს ნიშნავს, რომ მეტი აგრესიულობა და სულსწრაფობა მატულობს ადამიანებში. თუმცა, ეს კვირა საქმიანი კუთხით ცუდი არ არის.

28 მაისს 5 აგვისტომდე მერკური გადადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ ტყუპების დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად, კირჩხიბის თვისებებიც წინა პლანზე წამოიწევს. ძლიერდება ინტუიცია, დახვეწილი იუმორის ელემენტები, ემოციურობა, ტყუილებისკენ მიდრეკილება.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: ენერგიული, აქტიურები და ინიციატივიანები ხდებით. თუმცა სულსწრაფობა გღუპავთ. ყველაფერი გადაამოწმეთ, შეიძლება მიიღოთ პერსპექტიული წინადადებები, მაგრამ ეს არ განხორციელდება თუ არ გადაამოწმებთ. ოჯახის წევრების და ახლობლების მხრიდან პრეტენზიები მატულობს, ამიტომ იყავით მეტად ტაქტიანები.

კურო: ენერგოტონუსი სუსტდება, თუმცა მდგრადია. ისეთი ეფექტური არ იქნება ეს კვირა, როგორც წინა კვირა, თუმცა შანსები მაინც გაქვთ. ფინანსური მდგომარეობის, კარიერული წინსვლის და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ.

ტყუპები: თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი, არნახული იდეების გენერირება, კომუნიკაციის უნარი, ორატორული და არტისტული მონაცემები გაქვთ. შეხვედრები და მოლაპარაკებები უბრწყინვალესად იმართება. გრძნობთ გამოგივათ და ისე ჩქარობთ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვათ. ამიტომ წინდახედულად იმოქმედეთ. თქვენი წარმატება 20 ივნისამდე გაგრძელდება.  

კირჩხიბი: ყურადღება გმართებთ. თქვენი ენერგოტონუსი მცირდება. შეიძლება კონფრონტაციის წინაშე დადგეთ, ყველაფერი ისე არ გამოგდით, როგორც გსურთ. თუმცა შემოქმედებითი კუთხით კარგი დროა, ახლობლების თანადგომა დიდ როლს ითამაშებს. ნებისმიერი მოქმედების წინ „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერით“.

ლომი: საოცარი ქარიზმა და ენერგია გაქვთ. გინდათ ყველაფერი და უცებ გააკეთოთ, ხელს კიდებთ ბევრ საქმეს ერთად, საიდანაც შეიძლება არცერთი მიიყვანოთ ბოლომდე. პერსპექტივა და წარმატების შანსი კი მაღალი გაქვთ, მაგრამ ბევრ საქმეს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე, ამიტომ ძირითად მიზნებზე კონცენტრირდით. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი წარმატებული პერიოდია.

ქალწული: შეცდომების დაშვების ალბათობა გაქვთ მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ შრომისუნარიანობა და წარმატების ფაქტორი გაქვთ, მაინც გადაამოწმეთ ყველა ახალი იდეა, რაც ამ კვირაში გექნებათ. შეიძლება შეცდომა იპოვოთ, რაც შემდეგში სერიოზულ პრობლემას შეგიქმნით.

სასწორი: წარმატებული, იღბლიანი, შარმიანი და ენერგიული ხართ. საუკეთესო შესაძლებლობები გაქვთ შემოქმედების, ბიზნესისა და ფინანსური კუთხით. საუკეთესო იდეების რეალიზების, კარიერული წინსვლისა და პარტნიორული ურთიერთობებისთვის კარგი დროა.

მორიელი: ძალიან ხისტი და ჯიუტი ხდებით, რასაც თქვენი მტრები კარგად გამოიყენებენ. ეს გახდება უსიამოვნების მიზეზი. თუ საგადასახადო პრობლემები გქონდათ, ახლა იჩენს თავს და თქვენს ავტორიტეტს დასცემს. მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ. დიპლომატიას უხმეთ, რათა კარგად გაიაროთ რთული კვირა.

მშვილდოსანი: გაილაღებთ, ფრთებს შლით. საქმიანი და სასიყვარულო ახალი პარტნიორები გამოჩნდებიან. ეს ახალ გარემოს შექმნის თქვენს ცხოვრებაში. ყველა კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ.

თხის რქა: შეიძლება ადვილად გაცივდეთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ძველი ვალდებულებები დაასრულეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ხელს შეგიშლით ივნისში. თუ  კარგად გაივლით ამ პერიოდს, ივნისიც წარმატებული იქნება.

მერწყული: ძალიან წარმატებული იქნებით, ის იდეები რაც ვერ განახორციელეთ , ახლა შეძლებთ. ფინანსურ კეთილდღეობას და საქმიან წარმატებას მოგიტანთ ეს პერიოდი. ინტუიციაც ხელს გიწყობთ ამაში.

თევზები: პრობლემები გექნებათ ოჯახის წევრებთან და საქმიან პარტნიორებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია კომპრომისი. თუ ამას შეძლებთ, პერიოდი მშვიდი იქნება. თუ არადა შეიძლება სირთულეებმა იჩინოს თავი. მთლიანობაში, წარმატების შანსი გაქვთ და ცუდი კვირა არ გაქვს.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება