სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიხარულით სავსე მზიანი დღეები მინდა...“ - მეოთხე კლასის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
15-05-2020
-
+


სიხარულით  სავსე მზიანი დღეები მინდა... - ასე ჰქვია ფოთის  წმინდა ნიკოლოზის სახელობის საშუალო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლის იოანე ადამიას ჩანახატს, სადაც მოსწავლე პანდემიით შეცვლილ რეალობაზე საკუთარ ემოციებს გვიზიარებს:


                                                 სიხარულით სავსე მზიანი დღეები მინდა...

მიყვარს მზე, ადამიანი, ვტკბები ჩიტების ჭიკჭიკითა და  ტყის შრიალით, უდიდეს სიხარულს მგვრის თანატოლებთან გართობა...ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი  იყო და  უეცრად,  ჩემს  ირგვლივ  ყველაფერი შეიცვალა!.. ყველაფერი ერთბაშად ამიკრძალეს და შემიზღუდეს!..   ასე ითქვა, დედამიწას  უხილავი და ვერაგი   კოვიდ-19 დაესხაო თავს!  გამოცხადდა კარანტინი, დაწესდა შეზღუდვები,რეგულაციები... ჯერ მხოლოდ  ათი წლის ვარ და მსგავსი სიტყვები არც მსმენია , თუმცა  უფროსების დახმარებით გავიაზრე, რომ  უნდა დავრჩენილიყავი სახლში! 

მეც დავრჩი სახლში... გამოგიტყდებით,  ძალიან  გამიჭირდა!  მოსაწყენ, არაფრისმთქმელ, უღიმღამო დღეებს ბოლო არ უჩანს, თუმცა  მოწყენილობას ნაწილობრივ  მეგობრებთან ვირტუალური შეხვედრა   მიქარწყლებს...  და  მაინც სევდა მომეძალა, უსასრულო სევდა...  მონატრების გრძნობა დამეუფლა... მენატრება  ყველა და ყველაფერი:  სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები, ცეკვა-თამაში, გართობა, ,,ცოცხალი’’ გაკვეთილი მომენატრა, მასწავლებელს რომ შევციცინებდი თვალებში და თან ვცელქობდი კლასელებთან... ეხ, ნეტა იმ დროს!

ვნატრობ,  რაც შეიძლება მალე დასრულდეს  ეს კოშმარი  და  გამოიდარებდეს!..  

მინდა  ვიყოთ ბედნიერი!

ღრმად  მწამს და მჯერა, კვლავ დადგება სიხარულით აღსავსე მზიანი დღეები, ქუჩებში კვლავ გამოჩნდებიან პირმომღიმარი ადამიანები და გულთბილად გადაეხვევიან ერთმანეთს!  აუცილებლად გაზაფხულდება ჩვენს  გულებშიც და კვლავინდებურად  ადმიანთა მხიარული ჟრიამული  აიკლებს ჩვენს დიდ სახლს, რომელსაც დალოცვილმა ქართულმა დედამიწა უწოდა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება