სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველთვის მემახსოვრებით ჩემო „პირველებო!“ - თბილისის N116 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბელქანია მე-12 კლასელებს ემშვიდობება
21-05-2020
-
+


თბილისის N116 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ბელქანია მე-12 კლასელებს ემოციური წერილით ემშვიდობება და სკოლის დამთავრებას ულოცავს. ბოლო გაკვეთილი ჩემს მეთორმეტე კლასელებს - ასე ჰქვია პედაგოგის მისალოც გზავნილს, სადაც კურსდამთავრებულებისთვის კეთილ სურვილებს არ იშურებს.  


                                                              ბოლო გაკვეთილი ჩემს მეთორმეტე კლასელებს  
 
2020 წლის 20 მაისი ისეთივე  მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი თარიღია თითოეული მეთორმეტე კლასელისთვის როგორიც 2008 წლის 15 სექტემბერი - დასაწყისი ,,ცოდნის პატარა ტაძრის“ 12  წლიანი წევრობისა, საიდანაც დაიწყო თქვენი თვალსაწიერის გაფართოვება  და ცნობიერების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ ორივე თარიღი ემოციური  და დიდი გამოწვევების წელია თქვენს ცხოვრებაში და , რომ  ორივე წელი უკვე ქვეყნის ისტორიაშია ჩაწერილი, ერთი როგორც  ,,აგვისტოს ომი“ (2008 წელი),  ხოლო მეორე,  როგორც ,,პანდემიის გამოცხადების“ წელი.(2020 წელი). ამ უკანასკნელმა კი  მნიშვნელოვნად შეცვალა სკოლის დამთავრების და სკოლებში ბოლო ზარის დარეკვით გამოწვეული სიხარულისა და ემოციის გამოხატვის ფორმები. 

აღნიშნული  თარიღებისთვის შემთხვევით არ მიმიქცევია ყურადრება, დარწმუნებული ვარ,  თქვენი თაობისთვის ამ თარიღებთან დაკავშირებული   გამოწვევა და თქვენი განათლების  მნიშვნელოვან წლებთან მათი  დამთხვევა   იმის მანიშნებელია ,  რომ მომავალში, თქვენი სახელებიც  დამსახურებულად  ჩაიწერება  ღირსეული  მოღვაწეების დიდ წიგნთა სიაში. 

ახლა მე და თქვენ უნდა ვისხდეთ ჩვენს საკლასო ოთახში ... 

სკოლები  უჩვეულო დუმილით დუმან დღეს უთქვენოდ.

თუ კი 2008 წლის 15 სექტემბერს ქუჩებში, თეთრ ბაბთიანი გოგონებისა და თეთრპერანგა ბიჭების, ჭრელი ჩანთიებითა და ფერადი ყვავილებით,  სკოლაში  მიმავალ პატარა  მოსწავლეთა  განსაკუთრებული ჟრიამული  იგრძნობოდა. ფართოდ ანთებული  ცნობისმოყვარე და მხიარული , დადებითი ემოციებითა და დიდი მოლოდინებით ესალმებოდით სკოლის პირველ მასწავლებელს, ეცნობოდით ახალ ამხანაგებს და ერთად ათვალიერებდით  ,,დედა ენას“   2020 წლის ბოლო ზარის დღეს  ასეთივე ხმაურით და ჟრიამულით ვერ ვხვდებით სკოლის დამთავრებას, სამწუხაროა, რომ  ისე  ვერ განხორციელდა თქვენი იდეები, როგორც ვგეგმავდით.  სხვა წლებისგან განსხვავებით წლევანდელ ბოლო ზარს არ ახასიათებს ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები,  ხმაურიანი ღონისძიებები თუ შეკრებები, თუმცა მასწავლებლები ,,დისტანციურად” გემშვიდობებით კეთილი სურვილებით. 

ძნელია  თავი მოუყარო თქვენთვის სათქმელ სიტყვებს, რადგან  ბევრი კეთილი სურვილი   დარიგება და რჩევა მინდა საგზლად გაგატანოთ  ცხოვრების ახალ  გზაზე. 

ეს დღე  ახალი მოლოდინებისა და წარსულის გახსენების დღეა, ამიტომ ის ერთდროულად სიხარულისა და სევდისმომგვრელია.

დღეიდან ემშვიდობებით ბავშვობას, მოსწავლის სტატუსს, სკოლას, კლასს, მერხს  მასწავლებლებს  და გული გწყდებათ, მაგრამ ყველამ  კარგად ვიცით, რომ  ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
ეს არის დღე როცა მთავრდება ძველი და იწყება ახალი რეალობა, ახალი გამოწვევები, ახალი ემოციები, ემზადებით სტუდენტობისთვის და მიუყვებით ახალ გზას, რომელსაც მიყავხართ  დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დიდი წარმატებებისაკენ.

სკოლა თქვენთვის არ იყო  მხოლოდ კედლები, ეს არის ბავშვობის საუკეთესო წლები, ეს არის  ადგილი, რომელიც მხოლოდ თქვენ, მოსწავლეებს გეკუთვნოდათ.  ეს არის ადგილი, სადაც მასწავლებლები დიდი რუდუნებით ზრუნავდნენ თქვენზე, რომ ყოველ მომდევნო დღეს ყოფილიყავით წინაზე უკეთესი,  გეხმარებოდათ მიგეღოთ ცოდნა, აღმოგეჩინათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ეს არის ადგილი  სადაც ისწავლეთ ამხანაგობა, მეგობრობა, თანადგომა,თანაგრძნობა, ემოცია, მცირე  ცხოვრებისეული გამოცდილებები, ტკივილი, რომელიც ძალას გმატებდათ  და სიხარული. სკოლა ეს არის ,, ურთიერთობათა კულტურა“.

ჩვენ ერთად ბევრი საინტერესო რამ გაგვიკეთებია, ბევრი პრობლემა გადაგვილახავს. ყოფილა გაუგებრობები, დისკუსიები, კამათი, ტკივილი, ცრემლი, დარიგებები და წარმატებებით გამოწვეული ბევრი სიხარულიც. ვცდილობდი დაგხმარებოდით, როცა ეს გჭირდებოდათ, დამერწმუნებინეთ თქვენს შესაძლებლობებში, გქონოდათ საკუთარი აზრი და ინტერესები, გქონოდათ საკუთარი განსჯის, ობიექტური შეფასებისა და დაფასების უნარი,  ვცდილობდი გყვარებოდათ ერთმანეთი და მიგეღოთ ერთმანეთი ისეთი, როგორიც ხართ რეალურად, ვცდილობდი ყოფილიყავით ერთგული და მოსიყვარულე, ლაღი, თავისუფალი და სამართლიანი მეამბოხეები, ვცდილობდი,, დიდი მოაზროვნეების“ დახმარებით  ქართული - ევროპული  კულტურითა და  ზნეობრივი ღირებულებებით აღმეჭურვეთ, რადგან ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გლობალური გამოწვევების ფონზე  იყოთ ადამიანები და იპოვოთ საკუთარი, ღირსეული ადგილი ცხოვრებაში.

და აი დღეს, ასე შორიდან მიწევს მოგეფეროთ და გისურვოთ ლამაზი, საინტერესო, ფერადი და დადებითი ემოციებით დატვირთულ  ბედნიერი მომავალი.  მრავალფეროვანი და კეთილი სურვილების ახდენა!  მინდა გისურვოთ დღეგრძელობა და მზეგრძელობა!

თქვენთვის   მოგონებებითა და დიდი იმედებით  ხმამაღლა ვრეკავთ სკოლის დამთავრებისა  და ახალი,  ბედნიერი რეალობის მომასწავებელ  ზარს. 

დაგილოცავთ  დიდი  წარმატებებისკენ მიმავალ  გზას!

მიყვარხართ და მე ყოველთვის მემახსოვრებით ჩემო ,,პირველებო!“

წერილი და ლექსები გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

250-ლარიან ფულად ჯილდოს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება