სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„და მაინც, ხარ მზად?“ – ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლის, ანიტა ლომაძის ჩანახატი
21-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ალამბრის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანიტა ლომაძე საინტერესო ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლე ნაშრომში თავის ემოციებს და შეხედულებებს გადმოგვცემს.

და მაინც, ხარ მზად?

არ ვიცი რამდენად დასაშვები ან გამართულია ყველაფრის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართვა, მაგრამ მაინც ვცადოთ, ნუ ყოველ შემთხვევაში, უფრო მხოლოდ კითხვების დასმით შემოვიფარგლოთ და ამოვატივტივოთ ის პასუხები, რომლებსაც უამრავი უაზრო მიზეზის, რაღაც თითქოს და გადაუდებელი საქმეების თუ გაზვიადებული მინიმალური პრობლემების მიზეზად გავურბივართ, მათი სირთულის, მწარე სიმართლისა და რთული ჭეშმარიტების გამო.

ბოლოს როდის ჰკითხეთ საკუთარ თავს - ვინ ხართ სინამდვილეში? სად არის თქვენი ადგილი? ან რა უფლება გაქვთ საერთოდ იწუწუნოთ ან „დაიღალოთ“? როდის კითხეთ საკუთარ ანარკლს სარკეში, თუ რა უნდა შენგან? რამდენად სწორად იყენებ ამ უდიდეს მადლსა და შესაძლებლობას - სიცოცხლეს? და საეთოდ როდემდე გაიტან თავს შეცოდებანის სატანაზე გადაბრალებით?

მიუხედავად ჭეშმარიტებისადმი თავის არიდების უთვალავი გზისა, გარდაუვალი მოვლენები მაინც ვითარდება და სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რისი თანაზიარნი, თანამედროვენი ვხდებით. ვიცი, წესით ახლა უნდა ვწერდე, როგორც მომეთხოვება, ოჯახთან ტკბილად გატარებულ ორ თვეზე, მეგობრების, შეყვარებულის თუ უბრალოდ ხმაურიანი ქუჩების მონატრებაზე, მომატებულ თუ დაკლებულ კილოგრამებზე, იმაზე თუ როგორ დავხელოვნდი იმ გამოცდებისთვის მზადებაში, რომელებიც ჩემს ბედს განაგებს (გროტესკი), მაგრამ როდემდე უნდა ვამართლებდეთ სხვის მოლოდინებს?

სამწუხაროდ, ვთვლით, რომ საერთო უბედურების სახით მოვლენილი პანდემია, ათი ათასობით გარდაცვლილი და სამომავლოდ შიმშილით დატანჯული კიდევ უფრო ბევრი ადამიანი უბრალო გაფრთხილებაა, რომელიც რესურსების რაციონალური გამოყენებისკენ, სისუფთავისკენ ან მოყვასთა შორის სიყვარულის ძვირფასობის გააზრებისკენაა მიმართული და მეტიც, მიუხედავად ამ მცირე გამოცდილებისა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გარანტია არ არსებობს სიცოცხლის კიდევ ერთი წუთისა, მაინც იმავე ადგილს ვტკეპნით, გადის დრო და ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდება, ისევ ვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, ვგეგმავთ და ვთვლით წლებზე გათვლილ ცხოვრებისეულ მიღწევებს და ისევ და ისევ გავურბივართ ყოველივე ჭეშმარიტს, ყოველივე რეალურს, ყოველივე მარადიულს და ისევ - „როდემდე?“.

ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ჯერ წინ არის და იმედი მაქვს არა, უფრო სწორად, ზუსტად ვიცი, რომ შეძლებისდაგვარად, რაც უფრო რთული და მძიმე იქნება ყოველივე, მით უფრო ფასეული იქნება ღვაწლიც.

„ჰე, მოხვიდოდე უფალო იესუ.“ პ.ს.და მაინც, ხარ მზად?

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებშ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება