სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე დაველოდები მზისფერ სამყაროს!“ - ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლის ანდრია ბუკიას ემოციური ჩანახატი პანდემიასა და მის შედეგებზე
21-05-2020
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზია“ თავისი ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული  VII კლასის მოსწავლის ანდრია ბუკიას მიერ პანდემიასა და მის შედეგებზე დაწერილ მოთხრობას გვიგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.      

მე  დაველოდები მზისფერ სამყაროს! ...

ნაზამთრალ ბუნებას გაზაფხულის ნაზი სიო ელამუნებოდა... სკოლიდან სახლში მიმავალს მახალისებდა იმაზე ფიქრი, რომ  მზიანი ამინდები სახლში  გამოკეტვის  დასასრულის მიმანიშნებელი იყო. ნაადრევად დაწყებულმა არდადეგებმა კი ცოტა შემაშფოთა...თუმცა ძალიან რომ გაჭიანურდა, სამყაროს მოგვწყვიტა და ავის მომასწავლებელი სიჩუმით „დაივანა“ ჩვენს გვერდით, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე სრულფასოვნად, რომ სამყაროს უხილავმა მტერმა თავისუფლებაც მოგვტაცა და „სიკვდილის ცელიც“ მოგვიღერა.  საათობით გავცქეროდი ფანჯრიდან „მკვდარ“ ქალაქს და გონებაში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა; „ხომ ლამაზია სამყარო?!“...თუმცა სიცოცხლე წართმეულია იგი ადამიანების გარეშე!... რაოდენ დიდია სურვილი სიცოცხლისა და თავისუფლებისა, მხოლოდ „დამუნჯებულმა“ ეზომ , იდუმალი ღიმილით რომ მიწვევდა გარეთ, და დედის ჩაფიქრებულმა  თვალებმა  მაგრძნობინეს.  მარტოობაში შთენილს მხოლოდ ფიქრი შემომრჩა  გონების მეგზურად.

რატომღაც ბავშვობის დროინდელმა მოგონებებმა გაიღვიძა ჩემში: სოფელში , ბებოსთან გატარებულმა  ერთმა ზაფხულმა გაიელვა ჩემს მეხსიერებაში და ერთი  ლამაზი დღეც გამახსენა: ეზოში გასართობად შეკრებილ ბავშვებს ბებოს ხმა შემოგვესმა. ოთახში მერცხალი შეფრენილიყო და უკან გამოსვლას ლამობდა, თუმცა-ამაოდ! ბებო კი ეხმარებოდა... ვერაფრით შევძელით, თავისით მიეგნო ფართოდ გაღებული კარი. ბოლოს   ისევ ბებომ იმარჯვა და მერცხალი დაიჭირა, შემდეგ მე გადმომცა: გაუშვი და დაგლოცავსო... მე გამეცინა, არ მჯეროდა მერცხლის ლოცვის... თუმცა, როდესაც ხელში დავიჭირე, უცნაური განცდა დამეუფლა: როგორ თავგანწირვით ფართხალებდა იგი ჩემს ხელში, როგორ გამალებით უცემდა გული და როგორი საწყალობელი თვალებით მიმზერდა... მახსოვს, ხელი მაღლა ავწიე და გავუშვი... შეიფრთხიალა მერცხალმა, შემდეგ წრე შეკრა, დაბლა ჩაიქროლა და ჭიკჭიკით დაგვტოვა... ახლა ვგრძნობ, რომ დამლოცა...ბებო მართალი იყო...

ვავლებ პარალელებს და ვაცნობიერებ, რომ სიცოცხლე და თავისუფლება ყველა ცოცხალი  არსების  ამოუხსნელი, ზოგჯერ ინსტინქტური, ზოგჯერ ცნობიერი  სურვილია...ამიტომაც იბრძვიან ადამიანები  ამ ორი სანუკვარი სურვილისთვის... ესეც პანდემიამ დამანახა. დამანახა, თუ როგორი სიყვარულით, პროფესიული მიდგომითა და თავგანწირვით დგანან სიცოცხლის სადარაჯოზე ექიმები. რამდენი ასეთი ფაქტი გახდა ჩემთვის ცნობილი, რამდენი სიკვდილს გამოგლეჯილი სიცოცხლე გაგრძელდა მათი წყალობით...განსაკუთრებით ჩემს თანაქალაქელს - ლევან რატიანს გამოვყოფ... მეამაყება მისი არსებობა, უამრავი სამადლობელი ფრაზა  თუ სიტყვა მომისმენია მასზე, წამიკითხავს სტატია მის პროფესიონალიზმზე და თავგანწირვაზე... ლევან რატიანი გმირია, იმედის გმირი...ი გი სიცოცხლესთან ერთად იმედსაც ჩუქნის ადამიანებს...იმედი კი  ყველაზე დიდი კედელია მომავლის გზაზე...

მეც იმედი მაჩუქა... იმედი სიცოცხლის გაგრძელებისა!... რომ ჩემს ქალაქში ისევ ,,უდარდელი დადგება წამი არსებობისა", რომ კვლავ ფრთებს გაშლის ოცნება და რეალობის სამოსს მოირგებს სიკვდილთან ჭიდილში გამარჯვებული სამყარო... იცით, რა ფერი ექნება ამ სამყაროს? - მზისფერი!... რადგან მზე სიცოცხლეა... სიცოცხლე და სითბო!... მე კი დაველოდები ამ მზეს... ვიცი, მალე ამოვა... ამოიწვერება დასალიერიდან და სიყვარულით გაგვითბობს ,,ნაზამთრალ " გულებს...

მოსწავლის ნამუშაევარს თავის მხრივ გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ხარშილაძე ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ „ანდრიას აქვს რეალობის აღქმისა  და ემოციების გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარი. არის კომუნიკაბელური, გონიერი, დამოუკიდებელი  და მიუკერძოებელი. რეაგირებს სწორად  ასოცირებულ თემაზე და დამოუკიდებლად  გამოაქვს ლოგიკური დასკვნები.  აზროვნებს  მხატვრულად, თუმცა მხატვრულ და არგუმენტირებულ ესსე-ებს უფრო წერს, ვიდრე- ჩანახატებს. ,,მე  დაველოდები მზისფერ სამყაროს! " მისი პირველი ჩანახატია...მოსწავლეს პანდემიამ  სხვა  ხედვა და აღქმის გასაოცარი მხატვრული  უნარი ჩამოუყალიბა..წარმატებები ანდრიას".

მოთხრობა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება