TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოკრძალებულად დაირეკა ბოლო ზარი, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარეშე“- სავანეთის საჯარო სკოლის დირექციამ მე-12 კლასელები გააცილა
21-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასელებს დისტანციურად, თუმცა სიყვარულით და თბილი სიტყვებით აცილებენ სკოლიდან.

„დღეს ბოლო ზარია !!!

გამოემშვიდობა ყველა კურსდამთავრებული სკოლას.

როგორ?  დისტანციურად.

ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული გწყდება, რადგან  წარსულში რჩება ბავშვობა, ის მშვიდობიანი გარემო, სადაც  ბავშვი 12 წელს ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან ერთად.  

სკოლაში მოსწავლე გარდა საგნობრივი ცოდნისა, იღებს ზოგად განათლებას, სწავლობს მეგობრობას, თანამშრომლობას, სამოქალაქო კულტურა უმაღლდება. სკოლა მოსწავლეს უყალიბებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება. საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება.

განათლებული  კურსდამთავრებული სკოლის ღირსება, სიამაყეა.

2020  წლის 20 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში მოკრძალებულად დაირეკა ბოლო ზარი, მოსწავლეების მასწავლებლების გარეშე.

დილა უხმაუროდ დაიწყო. სად გაქრა ბოლო ზარის მხიარულება, დამშვიდობება, სამახსოვრო ავტოგრაფების დარიგება, ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, ბაფთები, უამრავი კეთილი სურვილები?

თვალცრემლიანი მასწავლებლები და მოსწავლეები მაინც დისტანციურად დაემშვიდობნენ მეთორმეტე კლასელებს.

სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე ასევე დისტანციურად დაემშვიდობა კურსდამთავრებულებს, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა მიულოცა და ყველაზე უმთავრესი სტუდენტობა  უსურვა.

სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა, კულტურა, ზნეობა. სკოლა ხომ ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, მორალურ უნარ-ჩვევების განვითარებას. 

განათლების მიღების ძირითადი გზა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლაა.  განათლება ეს არის უდიდესი განძი, ყველაზე ძლიერი იარაღი ადამიანის ცხოვრებაში, დაუშრეტელი წყარო, ჩაუქრობელი სანთელი, ადამიანის გაკეთილშობილების სიმბოლო.

„განათლება ჰგავს  მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს რომ არა ანათოს“.

ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, დაე, ცოდნით გაათბონ და გაანათონ  დედამიწა კურსდამთავრებულებმა, ცოდნით დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები.

მთელ მსოფლიოს კურსდამთავრებულებს მივულოცოთ სკოლის დამთავრება, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სახვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნების, ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად, განურჩევლად ყველას წარმატებები ვუსურვოთ.

ღმერთი იყოს მათი მფარველი!!!

გზა მშვიდობისა მეთორმეტეკლასელებო!!!“- წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება