სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N23 სკოლა სწავლას ევრო სტანდარტებით აშენებულ შენობაში განაახლებს
20-05-2020
-
+


ბათუმის N23 საჯარო სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს მუდმივად მხარში დგომისა და მოსწავლეთა განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვისთვის. მომავალი სასწავლო წლიდან სკოლა სწავლას განაახლებს ევრო სტანდარტებით აშენებულ შენობაში.

„დღეს მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.  ჩვენი ქვეყანა  კორონავირუსის პანდემიის ფონზე წარმატებით ახერხებს გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევას. მუხედავად კრიზისული სიტუაციისა,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ეფექტიანად ახორციელებენ  სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან   პროექტებს, ზრუნავენ  სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და  მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვური კომპანია შპს „Via Solis“-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. აღნიშნულ პროექტში ჩაერთო  სსიპ  ქ. ბათუმის N23 საჯარო სკოლაც, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროექტის შემქმნელებსა და  დამფინანსებლებს. ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ სკოლას  მნიშვნელოვნად შეუმცირდება ელექტროენერგიის გადასახადი და შეიქმნება კომფორტული გარემო.

ასევე მეტად მნიშვნელოვანია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ  სკოლების მატერიალური  ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში  საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსება ქართული და მსოფლიო  კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით.    სსიპ ბათუმის N 23 საჯარო  სკოლა ერთერთია იმ სკოლათაგან, რომლებიც  ჩაერთვნენ აღნიშნულ  პროექტში. რამაც შესაძლებელი გახადა სკოლის წიგნადი ფონდის გამდიდრება  მრავალფეროვანი მხატვრული და სამეცნიერო  ლიტერატურით. ადამიანის პიროვნული ზრდისა და განვითარებისათვის წიგნს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგი მოსწავლეებს ახალ სამყაროს აღმოაჩენინებს,  დაეხმარება  სიახლეებისა და გამოწვევებისათვის  მზადყოფნასა და თვალსაწიერის გაფართოებაში,  რაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული  პროექტი.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომავალი სასწავლო წლიდან  სსიპ ქ. ბათუმის N23 საჯაროს სკოლა სწავლას განაახლებს ევრო სტანდარტებით აშენებულ   სკოლაში.                   

სსიპ ქ. ბათუმის N23 საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები მადლობას უხდიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს,  მუდმივად მხარში დგომისა და იმ დიდი წვლილისთვის, რასაც მომავალი თაობის უკეთესი განათლებისთვის ზრუნვა ქვია“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება