სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N23 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ მონატრებულ სკოლას რეპორტაჟი მიუძღვნა
19-05-2020
-
+


ბათუმის N23 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, ბაჩი დევაძემ მონატრებულ სკოლაზე რეპორტაჟი მოამზადა. მოსწავლემ მიმოიხილა სასკოლო ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, გაიხსენა სკოლის კედლებში ჩატარებული გაკვეთილები და მადლიერება გამოხატა მასწავლებლების მიმართ, რომლებიც დისტანციურად უტარებენ გაკვეთილებს.


რეპორტაჟი ბათუმის N23 საჯარო სკოლაზე...

„მე ამ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ბაჩი დევაძე ვარ. მინდა, მოგიყვეთ ჩემი საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრების შესახებ. ამაყი ვარ და მიხარია, რომ ვსწავლობ  23–ე სკოლაში, სკოლაში, სადაც ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, საინტერესო და გასართობი აქტივობები, სპორტული შეჯიბრებები, სასკოლო  კლუბები. თოთოეული მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში და აქვს საშუალება  წარმოაჩინოს თავისი ცოდნა.

მინდა გირჩიოთ  პატარა მოსწავლეებო, ჩაერთეთ, იაქტიურეთ, მიიღეთ საჭირო ცოდნა, წარმოაჩინეთ თქვენი თავი, გამოავლინეთ ის შესაძლებლობები, რაც თქვენში იმალება...თუმცა გაზაფხულის ამ მშვენიერ დროს, როცა ყველაფერი იღვიძებს, ცოცხლდება, ფერადდება ირგვლივ სიჩუმე, სევდა და შიში გამეფდა. ჭრელა–ჭრულა გაზაფხული განაცრისფერდა...რატომ?? – ეს  პანდემიაა. პანდემია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ყველას ცხოვრების რეჟიმი, მათ შორის მოსწავლეებისაც, დავრჩით სკოლისა და მეგობრების გარეშე. სწავლებაც ახალ, ჩვენთვის უჩვეულო, თუმცა საინტერესო კუთხით წარიმართა, რაშიც უდავოა ჩვენი პედაგოგების დამსახურება. ისინი დაუღალავად შრომობენ და ახერხებენ დისტანციური სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ცოდნის ისე გადმოცემა, როგორც ეს საკლასო ოთახში, მერხებთან ხდებოდა, თითოეული პედაგოგი ძალასა და ენერგიას არ იშურებს სასწავლო წლის ნაყოფიერად დამთავრებისათვის, ამიტომ მე ქედს ვიხრით მათ წინაშე, გამხნევებისთვის, გამძლეობისათვის, გვერდში დგომისა და  ყურადღებისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პედაგოგს, რომლებმაც შეძლეს, მოსწავლეები ჩაებათ დისტანციურ სწავლებაში, რომლის წყალობითაც დღეს ყველა ბავშვი იღებს საჭირო ცოდნას“,-წერს მოსწავლე.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება