სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელი შევუწყოთ დედამიწის სრულ გამოჯამრთელებას“ - მე-9 კლასის მოსწავლის ჩანაწერი პანდემიაზე და მოწოდება ბუნების მოფრთხილებაზე
19-05-2020
-
+


ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თამთა ნოდია პანდმიის შესახებ ჩანახატს წერს და მთავარ აქცენტს ეკოლოგიაზე აკეთებს. მოსწავლის მიერ გადმოცემულ სათქმელს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

დღევანდელი რეალობა პანდემიის პერიოდში ასეთია: ქალაქში არ დადის ტრანსპორტი და მაღაზიებიც შესაბამისად დაკეტილია. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანააში სრულმა სიმშვიდემ  დაისადგურა, სახლში დარჩენა რომელიც ერთდროს სანატრელი გვქონდა ზედმეტად მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, რადგან ხალხს შეეზღუდა ყველანაირი თავისუფლება, მათ მოუწიათ დღევანდელ ჩარჩოებში მოქცევა და თავიანთი ყოველდღიურობის უკანა პლანზე გადაწევა. სიზარმაცისგან უკვე საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ, მოწყვეტილი  ხარ ყველანაირ გასართობ საშუალებებს, ყველა დამოკიდებულია სოციალურ ქსელზე. ადრე თუ შეგვეძლო რომ ერთმანეთის ნიჭი გაგვეზიარებინა ერთად შეკრების დროს, ახლა ეს სიტუაცია სოციალურმა ქსელმა ჩაანაცვლა.

თუ კი ეკოლოგიის თვალსაზრისით შევხედავთ ამ პანდემიას მაშინ ვნახავთ რომ დედამიწისთვის მან ბევრი დადებითი შედეგი გამოიღო, ამის მაგალითად კი შეგვიძლია დავასახელოთ: მანქანების გამონაბოლქვი რადგან აღარ მოძრაობს ისეთივე ტემპით როგორც ადრე იყო, ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი, ქუჩებში ხალხი ინტენსიურად აღარ მოძრაობს და შესაბამისად ქუჩებიც უფრო სუფთაა ვიდრე კარანტინამდე იყო, თუ კი აქამდე ადამიანებს ერთმანეთთად შური და ბოღმა აკავშირებდათ ეს ყველაფერი შეიცვალა და ადამიანები ერთ მუშტად გაერთიანდნენ, რადგან ეს პანდემია აირიდონ თავიდან ერთიანი ძალით. ამ ყველაფრის უარყოფითი შედეგი  არის ის რომ მან უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკაზე და დაასუსტა ეკონომიკა, მაგრამ განსაკუთრებული უარყოფითი მხარეა ის რომ ვირუსს ბევრი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

ამ დიდი ომის წინა ხაზზე დგას თეთრ ხალათიანები, რომლებიც თავიანთი სიცოხლის ფასად ზრუნავენ სხვების ჯამრთელობაზე.

პანდემიის შემდეგ უფრო მეტად დაფასდება ის ადამიანთა ღირებულებები, რაც აქამდე მეორე ხარისხოვნად ითვლებოდა თუ კი აქამდე ადამიანები მეტ დროს გარეთ ატარებდნენ, აწი ალბათ ყველანაირად ეცდებიან რომ ოჯახურ გარემოში უფრო დიდხანს იყვნენ და სიყვარული თანადგომა გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ, დახმარების ხელი გაუწოდონ იმათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ფინანსური იქნება თუ მორალური, შემდგომი პერიოდი ალბათ კრიზისული იქნება რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ აღდგება ისეთი ტემბრით რაც აქამდე იყო, ხოლო ეკოგიური თვალსაზრისით უფრო მეტად გაუფრთხილდებიან ბუნებას არდაანაგვიანებენ გარემოს რადგანაც ამით ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით, პანდემიის შემდეგ ნათელი გახდა ჩვენი დაუდევრობის და გულგრილობის შედეგი თუ რამხელა ზიანს ვაყენებთ დედამიწას მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ვენეცია სადაც ბოლო სამი წლის განმალობაში წყალი ასეთი სუფთა არასოდეს არ ყოფილა.

ჩემი აზრით მსოფლიო გადალახავს ამ კრიზისულ პერიოდს ადამიანებისთვის კი მსოფლიოში არსებული მაგალითები ეკოლოგიის მხრივ სრუილად საკმარისია იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ დედამიწის სრულ გამოჯამრთელებას.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება