სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მონატრება მძიმე სასჯელი ყოფილა“ - ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლის, თამარ ბოლქვაძის ჩანახატი
19-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თამარ ბოლქვაძე საქართველოში ეპიდემიისგან გამოწვეულ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლე თავის შეხედულებებსა და იმ ცვლილებებზე წერს, რაც ვირუსმა ქვეყანაში გამოიწვია.

მონატრება მძიმე სასჯელი ყოფილა

მსოფლიოში გამეფებული პანდემიის ფონზე, ყოველდღიურად, უამრავ ცვლილებას ვხედავ ჩემ გარშემო: ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში სიარული ერთ დიდ ტანჯვად მიაჩნდათ, ახლა კი ვერ ფარავენ მონატრებით გამოწვეულ სევდას. ყოველი ფეხის ნაბიჯზე მესმის მათი წუწუნი და ჩემს ყურადღებას იქცევს სიტყვები: „ნეტავი მალე დაიწყებოდეს სკოლა, ჩემს მეგობრებს ვნახავ, გაკვეთილებს უკეთესად ვისწავლი“.

მონატრება - ეს ის გრძნობაა, რომელმაც ამ ბოლო დროს ადამიანთა გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. უფროსებისგან ხშირად მსმენია: „მონატრება მძიმე ჯვარიაო“, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთი რთული თუ იქნებოდა. მენატრება მეგობრები და ნათესავები, ყოველდღიურად მათთან საუბარი, ხანგძლივი სიჩუმე და მარტოობა დამღლელი და მოსაბეზრებელია, ადამიანი ხომ მრავალფეროვნების მოყვარე ინდივიდია. მას სივრცე  სჭირდება განვითარებისათვის და მაინც ალბათ ასე ცხოვრებაც უნდა გამოგვეცადა, როგორც იტყვიან: „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. სიჩუმისა და დაცარიელებული ქუჩების გარდა, სოფელში ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რამ ხდება: ერთად შეკრებილი ოჯახებიდან სასიამოვნო შეძახილები მოისმის, ამას ერთვის ჩიტების საამო ჭიკჭიკი, ადამიანთა ფუსფუსმა გამოაცოცხლა არემარე, წლების განმავლობაში მიტოვებული სახლებიდანაც კი მოისმის ხმაური, ერთი სიტყვით დაცარიელებული სოფლები აჟრიამულდა. სიჩუმე დაგვეხმარა საკუთარი თავის შეცნობაში. დაგვანახა ის უმნიშვნელო დეტალები, რასაც ადრე ყურადღებასაც კი არ ვაქცევდით. ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა განსაკუთრებით ვისწავლეთ, ვისწავლეთ სხვისი შრომის დაფასება.

რა მოხდება მაშინ როცა ეს ყველაფერი გაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება?

ვფიქრობ, ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე იყო ეპიდემიამდე. ადამიანები ფიზიკურმა დისტანციამ  სულიერად დააკავშირა, მათ გულებს შორის უხილავი სიყვარულისა და მონატრების  ძაფები გაავლო. დარწმუნებული ვარ, ადამიანები უკეთ გაითავისებენ ყველაფერს, ისწავლიან ერთმანეთის ფასს. ქვეყანაში სიყვარულის, დაფასებისა და ზრუნვის ზეიმი გაიმართება...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება