სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამყარო ფანჯრებს მიღმა...“ - გაეცანით ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ VII კლასის მოსწავლის, მარიტა დვალის მოთხრობას
19-05-2020
-
+


„სამყარო ფანჯრებს მიღმა...“ - ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ VII კლასის მოსწავლე მარიტა დვალმა პანდემიასა და მის შედეგებზე მოთხრობა დაწერა. მოსწავლემ თავის ნაშრომში ვირუსი გაასულიერა და მისი სათქმელი გამოხატა.

               სამყარო ფანჯრებს მიღმა...
    (წერილი კორონასგან!- მოთხრობა პანდემიის თემაზე)

„ადამიანებო, იქნებ ერთხელ მაინც დაფიქრდეთ! ...ნუთუ ვერ აცნობიერებთ, რომ მოვიდა დრო სამყაროს აღსასრულისა?! ნუთუ ვერ ხედავთ მსოფლიოს ბნელ საბურველში?!... თუმცა საკითხავია, რამდენად ბნელია!.. ახლა, როდესაც სახლებში სხედხართ, ფიქრობთ იმაზე, რაც გაკლიათ, ფიქრობთ იმაზე, რაც ფანჯრებს მიღმაა. ფიქრობთ სამყაროზე, რომელსაც ასე მარტივად აიგნორებთ... „ სამყარო იმდენად უცნაური რამაა, არც კი იცით:  მასზე იცინოთ, თუ იტიროთ!“... ოდესმე გიფიქრიათ მზეზე?! მის მშვენიერებაზე? ჰოდა, ახლა დაფიქრდით, დაფიქრდით ახლა მაინც, როდესაც ის ასე ძალიან გაკლიათ!... იფიქრეთ იმაზე, რაც მთელი ამ დროის მანძილზე ცხვირწინ გქონდათ და ვერ ხედავდით!.. იფიქრეთ იმაზე, რაც ხელის გაწვდენაზე გედოთ და დაკარგეთ!.. ვინ იცის, ეგებ სამუდამოდაც!... ახლა ისხედით სახლებში და სამყაროს მხოლოდ დარაბებს მიღმა უცქირეთ! ... ნახეთ, რა მშვენიერია იგი თქვენს გარეშე!.. თუმცა, მე სამტროდ არ მოვსულვარ, არ მოვსულვარ თქვენს დასახოცად!...თუ მაინც ასე აღმიქვამთ, დაფიქრდით: რამდენი ოჯახი დავაახლოე ერთმანეთს, რამდენ დედას ვაჩვენე მონატრებული შვილი, რამდენ მამას მოვგვარე სიხარულის ცრემლი... რამდენ ადამიანს ვაგრძნობინე  სიყვარული... რამდენს ვაჩვენე, რომ ფული ყველაფერს არ ნიშნავს!...მე ნებისმიერს ვსტუმრობ: ღარიბსაც და მდიდარსაც... გაგათანასწორეთ, ხალხო... და ეს გაიგეთ!...გაიგეთ ბოლოს და ბოლოს ეს!.. გაიგეთ, რომ არც ერთი არ ხართ სხვაზე უკეთესი!.. დავიღალე ამ ყველაფრის ახსნით. მაგრამ გეუბნებით: ნუ მიმიღებთ მტრად! მე არ მოვდივარ თქვენთან სიცოცხლის წასართმევად... და თუ ვინმე შემომაკვდა, დაფიქრდით, ხომ შეიძლება მათი ბედისწერა უარესი ყოფილიყო?!...განა, სიკვდილი აღსასრულია?! ...

რამდენს ვლაქლაქებ!... დავიღალე!...

ჩემს მთავარ სათქმელს გეტყვით: მე მუდამ ვიარსებებ, ისევ და ისევ მოვალ, მოვალ და წავალ!... და ასე გავაგრძელებ, სანამ თქვენ ამ სამყაროზე ივლით...  მოვალ თქვენს საკეთილდღეოდ, რათა გამოგაფხიზლოთ, გონს მოგიყვანოთ: სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა, მეგობრობა, სიკეთე გასწავლოთ... ადამიანური სახე დაგიბრუნოთ!...

მშვიდობით!... დროებით მივდივარ... ნუღარ დამემალებით, მე ისედაც ვიცი ყველას მისამართი... თუ საჭირო გახდა, შემოგივლით! მაგრამ... ვინ იცის!... ვინ იცის!..."

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირმა ხარშილაძის დახასიათებით, მარიტა დვალი ფოთის კერძო სკოლა გიმნაზიის VII კლასის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეა, წერს : ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს... აქვს რეალობის აღქმისა  და ფერთა სპექტრში გაცოცხლებული ხილული თუ უხილავი სამყაროს ხედვის  არაჩვეულებრივი უნარი... არის ფოთის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების ავტორობით გამოცემული წიგნის: ,,ჩვენ გავაჩერეთ დრო" თანაავტორი. პანდემიის თემაზე დაწერილი მოთხრობა, „სამყარო ფანჯრებს მიღმა“ მისი შემოქმედების კიდევ ერთი ნიმუშია. მარიტას თვალით დანახული პანდემია და მისი შედეგები საინტერესოცაა და დასაფიქრებელიც.

მოთხრობა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება