| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლისთვის მიცემული დავალება უნდა გულისხმობდეს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით კონკრეტული საგნობრივი საკითხის დამუშავებას.
ამის შესაბამისად, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის VIIბ კლასში ინანიშვილის მოთხრობა „ტყის შვილების“ მიხედვით, კლასის დამრიგებლისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ბუნება სავსეა სიყვარულით“.
მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა, თვითიზოლაციის პირობებში თუ როგორ უნდა წარმოედგინათ თავიანთი სათქმელი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით მოსწავლეებმა შექმნეს ვირტუალური მასალა: ნახატები, დიორამები და თოჯინების თეატრი. აღსანიშნავია, რომ მომზადების პროცესში ზოგიერთი მოსწავლის ოჯახის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რამაც მუშაობა საინტერესო და სახალისო გახადა.
პროექტი ხელს უწყობს ტექსტის გაგებ-გააზრებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ეხმარება მოსწავლეს, ეფექტურად გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები. ამ გზით სკოლამ და მასწავლებლებმა შეძლეს, დისტანციური სწავლების პირობებში კი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
იხილეთ ვიდეოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა