სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზის ჩასვლამდე“ - გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ მოძმანაშვილის თვითიზოლაციაში „გაცოცხლებული“ კედელი
19-05-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ მოძმანაშვილმა თემაზე - „თვითიზოლაცია, კარანტინი“ ნამუშევარი შექმნა.

„კორონა... იზოლაცია... კარანტინი... კომენდანტის საათი... უფერული, ადამიანებს მოწყვეტილი ერთნაირი უხალისო დღეები...

 დავიღალე... მოვიწყინე...

 ფერადი და მზიანი დღე მაინც გათენდა! 

    ერთ დღესაც გავარღვიე „კარჩაკეტილობის“ მძიმე რეალობა და გარეთ გამოვიხედე... ლამაზმა პეიზაჟმა გუნება გამომიკეთა და გადავწყვიტე ჩემი ემოციები გადმომეცა, გამომემჟღავნებინა...  მაგრამ როგორ?! „დახატე,დახატე!“ - მოსვენებას არ მაძლევდა შინაგანი ხმა.. სულის ძახილი ისეთი მძაფრი იყო, რომ „ფურცელი“ არ მყოფნიდა... რაიმე განსხვავებული მინდოდა მეცადა... ფუნჯები და საღებავები კედლელზე ალაპარაკდნენ...

    ვხატავდი... ვხატავდი თავდავიწყებით....იზოლაციის პერიოდში,  ჩემში დაგროვებული ფიქრებისა და სურვილების სამზეოზე გამოტანა მინდოდა. მენატრებოდა მეგობრები, სკოლა, ჩემი საყვარელი მასწავლებლები, ხალისიანი და ლაღი ცხოვრება...

  ჩემი სულიდან და გულიდან გადმოღვრილი ემოციები სახლის კედელმა დაიტია...

„მზის ჩასვლამდე...“-  ასე  დავარქვი ჩემს ნახატს. მზის ჩასვლა ძალიან მხიბლავს. დაისის ლამაზი და გარდამავალი ფერები, თითქოს, ჩემს ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.

მოოქროსფერო, მოწითალო, იდუმალებით აღსავსე ფერები ბევრ ლამაზ ეპიზოდს მახსენებს ჩემი ცხოვრებიდან. ჩამავალი მზის ფერების სიკაშკაშე და სილამაზე მარწმუნებს და მიღვივებს იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.... 

  როდესაც დავასრულე ხატვა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ავტვირთე კედელზე შესრულებული ნახატის ფოტოსურათი, რომელსაც დიდი მოწონება, გამოხმაურება მოჰყვა ახლობლებისა და მასწავლებლებისაგან, რამაც ძალიან გამახარა. გამიჩნდა სურვილი, რომ კიდევ მრავალი მსგავსი ნამუშევარი შევქმნა...

  ძალიან მინდა, რომ მალე დასრულდეს პანდემია მთელ მსოფლიოში, მინდა ჩემი ნიჭი, უნარი და შესაძლებლობა საზოგადოებას გავაცნო...

პ.ს.: ვიცი, რომ კიდევ ბევრი კედელი მაქვს „გასაცოცხლებელი...“, წერს მარიამ მოძმანაშვილი.

იხილეთ მარიამ მოძმანაშვილის ნამუშევარი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება