სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ ვაქციოთ კორონავირუსი სასწავლო მაგალითად? - შთაგონება 3 საგნის მასწავლებლისთვის
11-06-2020
-
+


მოდით ვცადოთ ​კორონავირუსის პანდემიას განსხვავებული კუთხით შევხედოთ, რადგან ეს მასწავლებლებისთვის ბავშვური ცნობისმოყვარეობის გაღვიძების უნიკალური შესაძლებლობაა. მაგალითად, დაუსვით მათ კითხვა: როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ხელების ჰიგიენა სიცოცხლის გადარჩენაში და რა უწყობს ხელს მიკრობების გავრცელებას? უფროსკლასელბს კი შეუძლიათ თვითიზოლაციის დროს ეთიკურ საკითხებზე დაფიქრდნენ. მოგითხრობთ, საგანმანათლებლო პროცესის დროს როგორ და რა საგნებში შეუძლია კორონავირუსს დაგვეხმაროს.

  1. მათემატიკა: ვითვლით სტატისტიკას და ალბათობას

ფრენკ ვანი, მათემატიკის მასწავლებელი და ოკლაჰომაში მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის პრეზიდენტი, ჯერ კიდევ 2010 წელს ასწავლიდა ბავშვებს „ეპიდემიის მათემატიკას“. იგი დარწმუნებულია, რომ ეს მას ეხმარება საგანი მოსწავლეებისთვის უფრო ცოცხალი და ბევრად სახალისო გახადოს. მისი მასალების ნაწილის მოძებნა შესაძლებელია Facebook-ზე.

„ახლა რაც მსოფლიოში ხდება - ნამდვილი კატასტროფაა. მაგრამ მიმდინარე მოვლენების მათემატიკის დახმარებით შესწავლას მოსწავლეთა მოტივირება შეუძლია. ახლა მათ ესმით, რომ ექსპონენციალური ზრდის განტოლება, რომელიც ადრე გამოუსადეგრად ეჩვენებოდათ, ფილტვების ვენტილატორების ან საავადმყოფოების საწოლების რაოდენობის გამოთვლაში დაეხმარებათ“, - აღნიშნავს ფრენკ ვანი.

ერთ-ერთ მაგალითში ფრენკი გვთავაზობს, გამოვთვალოთ, რამდენად სწრაფად ვრცელდება პანდემია, თუ ორმოცი მილიონი ადამიანი დაავადების ეპიცენტრს ესტუმრება, შემდეგ კი სახლში ბრუნდება. ასე შეიძლება საინკუბაციო პერიოდის ან სიკვდილიანობის დონის გამოთვლა.

  2 . ბიოლოგია: შევისწავლით ვირუსებს რეალურ დროში

Century High School-ს მასწავლებელი სკოტ ჯონსონი ჩრდილოეთ დაკოტიდან​ მოსწავლეებს სთავაზობს კორონავირუსის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ სტატიები შეისწავლონ და ისინი ონლაინ-გაკვეთილებზე განიხილონ.  

ეროვნული სასწავლო ასოციაცია (NSTA) ამ სისტემას „3D - სწავლებას“ ეძახის, მას საფუძვლად მეცნიერებისა და ინჟინერიის ინტერდისციპლინური კავშირი უდევს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მომხდარი მოვლენის გააზრება ისწავლონ და გარესამყაროს შესახებ სწორი კითხვები დასვან. სამომავლოდ ეს წარმატებულ პრაქტიკულ ცდებს და კვლევებს შეუწყობს ხელს. სისტემის მიზანია - შესასწავლი საგნის და მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროს გაანალიზებას: აქვს თუ არა კავშირი წაკითხულს სხვა დისციპლინებთან? ბავშვები ცდილობენ მეცნიერულად იფიქრონ, თანმიმდევრულად დაფიქრდნენ კითხვებზე და ვირუსის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ ლოგიკური დასკვნები გამოიტანონ.

   3. ისტორია: ვაწარმოებთ კორონავირუსის ეპოქის დღიურს

COVID-19  - ეს არის უნიკალური ისტორიების უსასრულო წყარო. მათი გაცნობით, მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციასთან მუშაობას, ამ ისტორიების მოძებნას და მათი სხვადასხავა ჟანრში გაფორმებას.

ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, თვითიზოლაციის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის შინაგანი მდგომარეობისთვის თვალყურის მიდევნება და მათი გრძნობების გამოხატვის საშუალებების ხერხის მოძებნა. მაგალითად, შესაძლებელია მოსწავლეებს შესთავაზოთ დღიურის წარმოება, ჩანაწერების ან ვიდეოფორმატის სახით. ამელია ნირენბერგი The New York Times-იდან წერს, რომ შედეგად ეს მონაცემები ისტორიკოსებისთვის სასარგებლო იქნება, მათთვის ხომ მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების მომენტები.

ასევე დაგაინტერესებთ: შექსპირი, ედვარდ მუნკი და კიდევ სამი გენიოსი, რომლებმაც კარანტინში შედევრები შექმნეს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება