სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელთათმანი მოვიხსენი და ვწერ, რადგან შეიძლება ხვალ ეს ვერ შევძლო“ - მოსწავლის ემოციური ჩანახატი ეპიდემიით შეცვლილ რეალობაზე
18-05-2020
-
+


ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ლიზი ნოღაიდელმა საქართველოში ეპიდემიისგან გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ხელთათმანი მოვიხსენი და ვწერ, რადგან შეიძლება ხვალ ეს ვერ შევძლო“ - არ მინდა კიდევ ვინანო ის, რაც არ გამიკეთებია. ემიგრანტებზე მეფიქრება, იმ ადამიანებზე, რომლებიც შავად შემოსილ დედამიწაზე სხვა ქვეყანაში დარჩნენ იმ იმედით, რომ მალე სამსახურს დაიწყებენ, გული აქეთ მოუწევთ, მაგრამ ვერ მოდიან, იმიტომ რომ covid19 თუ არა, შიმშილი მოკლავთ. ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ უფრო მეტად სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები იტანჯებიან, მათ სხვანაირად სტკივათ და განიცდიან, ახლაც კი, როცა მსოფლიო გაჩერდა, დედა იმაზე ფიქრობს, როდის დაიწყებს მუშაობას, ყველა ასეა, არც ერთი ემიგრანტი არ ფიქრობს საკუთარ თავზე, ასე რომ იყოს დარჩებოდნენ უცხო ქვეყანაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევაში ყურადღებას არ გაქცევენ, მარტო იმიტომ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ? - რა თქმა უნდა არა. ისინი ფიქრობენ იმ ოჯახებზე, რომლებთანაც კილომეტრები აშორებთ. საკუთარ მიწას იძულებით მოწყვეტილი ადამიანები ჩემთვის გმირები არიან და მამშვიდებს ის, რომ „ფიზიკური კანონი, რომ ბზრიალა საგანი ყოველთვის საწყის წერტილს უბრუნდება“, ან ის, რომ „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“. მომაკვდინებელი სენი სანამ საქართველოს მოედებოდა , დედას ვამშვიდებდი და ვარწმუნებდი,რომ თავს გავუფრთხილდებოდი, მეშინოდა, მაგრამ მას არ ვანახებდი შიშს, თუმცა ვინ იცნობს შვილს უკეთესად, თუ არა დედა. „covid19-ს არ უსწავლებია ჩემთვის მონატრება, თუმცა დაეხმარა ფესვები გაედგა ჩემში“.

მენატრება ქუჩებში მოსიარულე მოღიმარი ხალხი და არა შეშინებული გამომეტყველებით, ადამიანის დანახვაზე ქუჩის მეორე მხარეს რომ გადადიან, მენატრება ყველა და ყველაფერი. მსოფლიო გაჩერდა, ჰო, არ მოგესმათ, ეს მართლაც ასეა და ადამიანები დარჩნენ საზღვრებს გარეთ, რისი იმედით? ხვალინდელი დღის იმედით, რომელიც არც ერთს არ აქვს და იძულებულები არიან დააჯერონ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი გაივლის, მაგრამ როდის? ეს 2 თვე არა, საუკუნე იყო და კიდევ რამდენი საუკუნე გავა ვინ იცის, იქნებ მეორე საუკუნის დაწყებისას ჩამოვიდნენ კიდეც ემიგრანტები, მაგრამ არც ეს ვიცით, მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ მეტი სითბო გავცეთ, რათა სახლში ჩაკეტვისას არ გვეფიქრებოდეს მხოლოდ იმ ნეგატივზე, რომლითაც ვიმახინჯებდით ცხოვრებას.კორონავირუსმა (უკვე ვღიზიანდები ამ სახელის წარმოთქმისას, რადგან ჩემი დილა იწყება იმ ჟურნალისტებთან ერთად,რომლებიც ელვის სისწრაფით გვაწვდიან ინფორმაციას, თუ მერამდენე ადამიანი გადის ბეწვის ხიდს) ყველაზე მთავარი რამ გვასწავლა, რაც არის ის, რომ გვიყვარდეს და გაუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება