სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიჩუმემ ბევრი რამ მასწავლა“ - V კლასის მოსწავლემ, მარიამ მოსულიშვილმა პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა
18-05-2020
-
+


თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლემ, მარიამ მოსულიშვილმა კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა. 

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს. 

  „რა გვასწავლა სიჩუმემ’’

         07 : 30 ძილიდან დედის ხმას გამოვყავარ. მეძახის.

         07 : 35 მაღვიძარა რეკავს.

         წუთებმა ათვლა დაიწყეს და მეც ვჩქარობ, რომ სკოლაში არ დავაგვიანო. მე და დედას ერთი გზა გვაქვს გასავლელი. დედა მასწავლებელია. გზაში დღის გეგმებს ვაწყობთ. ყოველდღე ასე რუტინულად გავდივართ აკაკის ქუჩას, ქუჩას, რომელსაც საყვარელი სკოლისკენ მივყავართ.

          იწყება ერთი ჩვეულებრივი დღე : გაკვეთილები, გაკვეთილებს შორის შესვენებები - ლამაზი და თურმე, დაუფასებელი წუთები, რომელსაც თანაკლასელებთან ერთად ვატარებდი... გაკვეთილების მერე ფორტეპიანოს და ცეკვის გაკვეთილები მაქვს. დღის ბოლოს დაღლილი, მაგრამ მაინც მხიარულად ვგრძნობ თავს.

           და უცებ, ფილმის ერთი კადრივით ჩამიქროლა ამ ყველაფერმა და დავრჩი იმ სიჩუმეში, რომელიც სახლში დარჩენას და ფიქრს მაიძულებს. სიჩუმემ ბევრი რამ მასწავლა: გარდა საყვარელი  ადამიანების მონატრებისა,  ვიპოვე ახალი ჰობი, ჩემში სხვა თვისებებიც აღმოვაჩინე. მაგრამ მაინც, სიჩუმე ძალიან მოსაწყენი ყოფილა. ვზივარ ჩემთვის და ძველ დროს ვიხსენებ. ახლა კი მეგობრებს მხოლოდ ონლაინ გაკვეთილების დროს ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავ ჩემს სკოლას, საკლასო ოთახს, მერხს, ყოველივეს, რაც ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო...

           მახსენდება, ხშირად ვწუწუნებდი ვიღლები-მეთქი, მაგრამ ვიღლებოდი თუ მეზარებოდა და არ ვაფასებდი იმ დროს ამაზე ახლა ფიქრობ, ფიქრობ, მაგრამ ...

           07 : 30 ახლა ძილიდან დედის ხმას აღარ გამოვყავარ.

           07 : 35 აღარც მაღვიძარა მირეკავს. მე თვითონ ვიღვიძებ და ვფიქრობ იმ სიჩუმეზე, რომელიც სახლში დარჩენას და ამ ყველაფერზე ფიქრს მაიძულებს...

                 ფოთის N1 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლე, მარიამ მოსულიშვილი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება