სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძველი დრო გაცილებით უკეთესია ვიდრე ახლანდელი“ - ქვედა სამების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ჩანახატი
18-05-2020
-
+



ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თათია ნემსაძე პანდემიით შეცვლილ რეალობაზე ჩანახტს აკეთებს და ემოციებს გვიზიარებს. 


                                                     მონატრების ერთი თვე - რა გავსწავლა სიჩუმემ

გადის დღეები და ვაცნობიერებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა სკოლაში გატარებული ყოველი წუთი, აქტიური ცხოვრება, ურთიერთობები, მეგობრები, სკოლა, სწავლა. ყველაფერი, რაც ხდებოდა მანამ, სანამ ვირუსი თავს დაგვესხმოდა. 

ადამაინებმა გავიგეთ ცხოვრების ფასი თუ რა შეუძლია ვირუსს, რომელიც ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას, ცვლის რადიკალურად, მაგრამ ამასთანავე ვთვლი, რომ არა ვირუსი ადამიანები ვერ გავიგებდით ჩვენი ჩვეული ცხოვრების ფასს. აქამდე თითოეულ ჩვენგანზე რომ გეკითხათ, ყველა გიპასუხებდით, როგორ გვინდოდა დასვენება და ყველაფრის თავიდან აცილება,მაგრამ უკვე გავიგეთ რომ მნიშვნელოვანია ცხოვრების ყოველი წუთი. 

სკოლა იყო ადგილი, სადაც თითქმის არც ერთ ბავშვს არ უნდოდა წასვლა, დილით ადგომა, სწავლა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ყველას გვენატრება გაკვეთილები, მეგობრები, მასწავლებლები, სწვლა და ერთად ყოფნა.
თვითიზოლაციამდე ვიყავი დაკავებული და ძალიან ცოტა დრო მქონდა თავისუფალი, დღეს ყველაფერი პირიქითაა და მივხვდი, რომ ძველი დრო გაცილებით უკეთესია ვიდრე ახლანდელი.

ვირუსმა შეცვალა მთლიანი სამყარო, მან დაამყარა თავისი წესები, ჩაკეტილია გზები, ქალაქები, სოფლები, უმოქმედობა და უმოძრაობაა ყველგან. 

დაიწყო ონლაინ გაკვეთილები ყველაფრის მიუხედავად მასწავლებლები ცდილობდნენ გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა, ისინი გვეხმარებიან ჩვენ მოსწავლეებს ჩავერთოთ ყველა პროექტში.

მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენი ექიმები გმირულად ებრძვიან ვირუსს და არიან პაციენტების გვერდით, მათი წყალობით უამრავი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მე მჯერა, რომ ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ერთიანობით დავამარცხებთ პანდემიას და ყველა ჩვენგანი დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება