სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ვასილ კაპანაძემ ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული კონკურსისთვის ვიდეორგოლი შექმნა
18-05-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ტყემლანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ვასილ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში.

კამპანია „ეს ქვეყანა შენია" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. 

კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: 

  • სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები; 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა; 
  • სამოქალაქო აქტივიზმი. 

მოსწავლემ ნამუშევარი წარადგინა ნომინაციაზე-სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება. პროექტის  კურატორი მასწავლებელი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგი მ.კაპანაძე. პროექტის ფარგლებში მოსწავლემ შექმნა ვიდეორგოლი, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს პანდემიის პერიოდულ აფეთქებას, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. შევინარჩუნოთ ცხოვრების ის რიტმი, რაც პანდემიამ გვასწავლა. გავაგრძელოთ ჰიგიენის დაცვა, შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია, დავრჩეთ სახლში თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს. ვიბრძოლოთ ერთად უხილავი მტრის საბოლოო დამარცხებამდე.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა იყო 15 მაისი. ტყემლანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ვასილ კაპანაძეს აქტიურობისათვის და უსურვებს წარმატებას.

იხილეთ ვიდეორგოლი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება