| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020 წლის 2-16 მაისს, ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლაში პროექტი - „უცნობი ისტორიები“ განხორციელდა. პროექტში მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტი დაიგეგმა შიდასასკოლო ონლაინკონფერენციის სახით და ორგანიზება გაუწია ისტორიის მენტორმა მასწავლებელმა მერი ბეჟანიძემ.
16 მაისს კონფერენციაზე თოთხმეტმა მოსწავლემ წარმოადგინა 14 ძალიან საინტერესო ნაშრომი იმ უცნობი ისტორიული მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ სასკოლო პროგრამით არ შეუსწავლიათ.
მოსწავლეებმა ერთმანეთი შეაფასეს შემდეგი ნომინაციების მიხედვით: „საუკეთესო“, „აქტუალური“, „აკადემიური“, „ორიგინალური“, „სახალისო“, „საინტერესო“, „დაუჯერებელი“, „მრავალფეროვანი“. თითოეულ მონაწილეს გადაეცა დიპლომი ან სიგელი (ელექტრონული ვერსია).
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, კვლევის, მოვლენათა შედარება-შეპირისპირების, მსჯელობის, დასკვნის გაკეთების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და დაცვის უნარ-ჩვევები.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა