სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქედს ვიხრით თითოეული საგნის პედაგოგის მიმართ“ - ბათუმის N8 სკოლის X კლასის მოსწავლეთა მშობლებმა მასწავლებლებს მადლობის წერილი გაუგზავნეს
18-05-2020
-
+


„ქედს ვიხრით თითოეული საგნის პედაგოგის მიმართ“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის დირექციას და პედაგოგებს მადლობის წერილი გაუგზავნეს. წერილში მშობლები მადლობას უთვლიან მასწავლებლებს შექმნილ სიტუაციაში აქტიური დისტანციური გაკვეთილებისთვის და მოსწავლეებზე ზრუნვის გამო.

„დღეს ჩვენ, თითოეული ჩვენგანი: მოსწავლე, მასწავლებელი თუ მშობელი ვიმყოფებით დიდი გამოწვევის წინაშე.

მაშინ, როცა მსოფლიოში და ამავდროულად, საქართველოშიც მოძრაობა და თითქოსდა სიცოცხლეც შეჩერდა წამის მეასედით. მაშინ, როცა თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია შეჯახება ამ უხილავ ბიოლოგიურ მტერთან და მსოფლიო პანდემიის წინაშე აღმოვჩნდით. და მიუხედავათ ამისა, ჩვენი მე-8 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები თავს არ ზოგავენ პირველივე დღიდან იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი შეუქმნან და ისინი კარგ, წარმატებულ პიროვნებებად და ადამიანებად ჩამოაყალიბონ.

ამიტომ, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა Xე კლასის და მშობლების სახელით სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორს და განსაკუთრებით ამ კლასის დამრიგებელს, ქალბატონ მადონა წივწივაძეს. ის არის ჩვენი იმედი, ჩვენი შვილების მფარველი, ენერგიული და მიზანსწრაფული. არცერთი წუთი და წამი ბავშვები უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

ვიცი, რაოდენ რთულია ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა.

რასაც ჩვენი სკოლის პედაგოგები აკეთებენ ნამდვილად გმირობის ტოლფასია.

ქედს ვიხრით თითოეული საგნის პედაგოგის მიმართ, დიდ პატივისცემას და უღრმეს მადლობას გამოვხატავთ. ისინი ზრუნავენ და მუხლჩაუხრელად შრომობენ ჩვენი შვილების მომავლის და მათი კეთილდღეობისთვის.

„ყველა ბავშვი მზეა, ოღონდ უნდა ანათებინო“.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და პატივისცემა ჩვენგან მადონა მასწავლებელო, რომ ჩვენს შვილებს ანათებინებთ და დედობასაც კი უწევთ.

მადლობა თქვენ, გმირო პედაგოგებო!

პატივისცემით მე-8 საჯარო სკოლის Xე კლასი“,-წერია სამადლობელო წერილში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება