სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღეს ჩვენ ყველა ერთ ბრძოლაში ვართ“ - მე-5 კლასის მოსწავლე ლიკა საჯაია ჩანახატს გვიზიარებს
15-05-2020
-
+


ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლე ლიკა საჯაია ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი მავლინა შამათავა გახლავთ. 

მონატრების ერთი თვე

როდესაც ცუდი ამინდი იყო ძალიან ვბრაზდებოდი, რადგან სახლიდან არავინ გვიშვებდა მე და ჩემს ძმას, ნიკას. მე მამასთნ მივიდოდი და ვცდილობდი გამერკვია მიზეზი, ის კი მიხსნიდა თუ რატომ არ უნდა გავსულიყავით. წვიმა არასოდეს მიყვარდა , პატარა რომ ვიყავი ვიკითხე თუ რატომ წვიმს , ჩემმა ერთგულმა მეგობარმა, მამაჩემმა, კი მითხრა რომ წვიმა მაშინ არის როდესაც პატარა ბავშვები დიდებს არ უჯერებენო . ვცდილობდი არასოდეს გამებრაზებინა ჩემი მშობლები რადგან მეშინოდა წვიმა ან ცუდი ამინდი იქნებოდა, შემდეგ კი მე და ნიკას არავინ გაგვიშვებდა გარეთ. ეტყობა ძაან გავაბრაზეთ ადამიანებმა ბუნება რადგან დიდიხანია უკვე ფანჯრებიდან ვუყურებთ სამყაროს.

 დღეს ჩვენ ყველა ერთ ბრძოლაში ვართ. როდესაც პირველად გავიგე კორონავირუსის შესახებ ეს სერიოზულად არ მიმიღია, არა მარტო მე, ჩემს ირგვლივაც ამაზე დიდად არ ლაპარაკობდნენ. თუმცა მაშინ, როდესაც ეს ვირუსი პანდემიად გამოცხადდა, როდესაც ჩინეთიდან მთელ მსოფლიოს მოედო და როცა ჩვენი ქვეყნის დროც დადგა ყველაფერი შეიცვალა. სამყარომ შესვენება აიღო. დაიკეტა სკოლები, უნივერსიტეტები, მაღაზიები, ყველაფერი რაც აქამდე შესაძლებელი და ჩვეულებრივი მეგონა ერთ დღეს გაქრა.

ზამთრის არდადეგები ძალიან მიხაროდა, ახალი წელიც მოდიოდა, ყველაფერი კარგად იყო. ზოგადად ძაან მალე გადის სკოლის არდადეგები, ახლა კი ის არ დამთავრდა. მენატრება ჩემი ცხოვრება, სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები... დღე სკოლაში წასვლით იწყებოდა, მანამდე სახლში ვფუსფუსებდით, დილა დედასთან ერთად იწყებოდა თან სულ გვეჩქარებოდა . მერე მეგობრები , კლასელები, მასწავლებლები . სკოლის შემდეგ ცოტახანი მეგობრებთან ერთად. ისე ღამდებოდა ვერც ვგრძნობდი დროს. ახლა კი დრო ძალიან ნელა გადის, მსოფლიო ონლაინ რეჯიმში ჩაერთო, სწავლაც ასე მიმდინარეობს, ეს ჩემთვის ახალია და ვცდილობ არ ჩამოვრჩე ცხოვრებას. სახლში ყოფნამ ბევრი რამ მასწავლა, რაღაცეებს დავფიქრდი რაზეც აქამდე არ მიფიქრია, თუმცა მოსაწყენი ძალიან არაა, რადგან ირგვლივ საყვარელი ადამიანები მყავს, დედა, მამა, ძმა, ბებია, ბაბუა. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ.

მენატრება ადამიანებთან ურთიერთობა, ეს ერთადერთია რაც ახლა ყველაზე მეტად მაკლია. იმედია მაქვს ამ ბრძოლას მოვიგებთ და ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩვენი ქვეყანა უმკლავდება ამ პრობლემას, მსხვერპლი ძალიან ცოტა გვყავს და დიდი მადლობელი ვარ ჩვენი ექიმების და ყველა იმ გმირის, ვინც შეუპოვრად მუშაობს და ბრძოლობს ამ ვირუსთან. ცხოვრება მშვენიერია და ყოველი წამი დასაფასებელია.

                               ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლე ლიკა საჯაია.


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება