სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნუ გეშინია, ხვალ უსათუოდ ვიქნებით უკეთ“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯინჭარაძე ჩანახატს გვიზიარებს
15-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯინჭარაძე ჩანახატს გვიზიარებს.

„ნუ გეშინია, ხვალ უსათუოდ ვიქნებით უკეთ“
ასე მგონია მოლეკულა ვარ...უმცირესი ნაწილაკი, რომელიც პატარა სივრცეში მომათავსეს...გავიფანტე და მთელ სივრცეს მოვედე...ჩემი მოძრაობის ტრაექტორია ერთსა და იმავე მანძილზე ვრცელდება,. განუწყვეტლივ, ქაოსურად ვმოძრაობ, კედლებს ძლიერად ვეჯახები, თითქოს ვიბრძვი გავარღვიო ჩემ წინ არსებული წინაღობა, თუმცა ვხვდები, რომ მე ახლა ისე, როგორც არასდროს უძლური ვარ ჩემი ნების წინაშე....კედლებს მიღმა ხომ უამრავი ადამიანია, რომლის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია. პანდემიამ ყველა ჩვენგანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა და გაურკვევლობის ბურუსში გაგვხვია. ადამიანური შიშები გააშიშვლა...თითქოს საჯაროდ გამოფინა და მერე მწარედ დაგვცინა...მონატრების გემო გვაწვნია, მოთმინება და მქუხარე ლოცვა გვასწავლა. ახლა მონატრებას სულ სხვა ელფერი აქვს, სულში სწვდება გრძნობებს და ამ დროს ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ცის ბნელ ნაგლეჯზე ვარ მოქცეული, სადაც მზის სხივები ვეღარ აღწევენ...დაუოკებელი სურვილი მკლავს ნათელ მხარეს დაბრუნებისა. ჩემი სურვილები თითქოსდა გაუფერულდა, ამიტომ მისი დაცვა გადავწყვიტე და მჭიდროდ შევკარი, შემდეგ კი თაროზე მოვათავსე.
წელს ბოლო ზარი ყველაზე სევდიანი იქნება ჩემთვის და ალბათ, ყველა მეთორმეტე კლასელთათვის. ნუთუ ჩვენ ვერ უნდა ვეზიაროთ ამ დღის სილამაზეს...ვერ შევიგრძნოთ ფერების, ემოციებისა და უჩვეულო ცრემლების აფეთქება. თორმეტწლიანი ურთიერთობა ბავშვებთან და მასწავლებლებთან დაგვირგვინების გარეშე....აბიტურიენტობის, ისედაც დაძაბული და მშფოთვარე დღეები ახალ შიშთან ერთად..., გამოწვეული უპირველესად საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე ფიქრით და მეორე მხრივ გაურკვეველი მომავლის შიშით. გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლეა ამიტომ ღრმად მწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მშვენიერი დღეები დადგება- თბილი, სიცოცხლით სავსე, უშიშარი, მყუდრო და მოზღვავებული ემოციებით აღსავსე. მზის სხივები ოქროსფრად აელვარდებიან და ჩვენი გრძნობებიც გამომზეურდება....სიყვარულის სურნელით გაიჟღინთება ყოველივე, წამები საუკუნეებად გადაიქცევა და ჩვენ ყველა ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებთ.

                                   ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯინჭარაძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება