სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მარტოობა“ - თბილისის N62 სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნააზრევი ესეებში ჩააქსოვეს
15-05-2020
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება წარმატებით ხორციელდება. ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე გთავაზობთ აქტუალურ თემაზე, მარტოობაზე, გამოთქმულ მოსაზრებებს, მეცხრე კლასის მოსწავლეების ესეებიდან ამონარიდებს:

„მარტოობაზე არაერთი ლექსი დაწერილა, და არაერთ მწერალს თუ ცნობილ ადამიანს უსაუბრია მარტოობის შესახებ.  მარტოობა ტკივა ვაჟა ფშაველას თავის ლექსში „მარტოობა“, სადაც საუბრობს იმაზე, რომ არწივმა არ მოაკითხა, ასევე ხშირად გრძნობდა თავს მარტოდ გალაქტიონ ტაბიძე, რაც აისახა ლექსში „მარტოობა“:

უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,

იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და   მარტოობა, 

გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემეფეფეთა,

მივხურე კარი მარტოობამ დაისადგურა.

მარტოობის სევდას ასახავს რევაზ ინანიშვილი  მოთხრობაში „მარტოობა“ და კიდევ სხვა მრავალი მწერალი, პოეტი თუ მოაზროვნე წერს ამ თემაზე...

     მე კი, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მარტოობას ბევრი  ურაყოფითი მხარე  აქვს: როგორიცაა შიში, დეპრესიული მდგომარეობა, მოხუცებისთვის უძლურების შეგრძნება და სხვა, ასევე აქვს კარგი მარეებიც როგორიცაა:

საკუთარი თავის პოვნა, მარტო როდესაც ხარ, იწყებ ფიქრს ვინ ხარ? საიდან მოხვედი? და სად წახვალ? ასევე, მარტო როდესაც ხარ, ხშირად ფიქრობ, იხსენებ ბევრ დავიწყებულს მომენტს და ამბავს, კონცენტრირებული ხარ შენს მიზანზე. მარტო რომ ხარ, უკეთ მეცადინეობ, რადგანაც არავინ გაბნევს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდები.

როგორც ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს, როგორც ცუდი და ასევე კარგი და ინი და იანის მსგავსად, ერთმანეთს ათანაბრებენ.“

გიორგი ზიბზიბაძე

„ხშირად მაქვს მარტოობის განცდა. ძალიან გამიხარდა online გაკვეთილები , რომ დაგვეწყო. ყოველდღე ვსაუბრობ კლასელებთან და მასწავლებლებთან და ყოველთვის მოუთმენლად ველი გაკვეთილებს. ძნელია, იყო მარტო შენს თავთან. ამ დროს უამრავი დარდი, მონატრება და  მოგონება მიტრიალებს გონებაში.  მაგრამ არის დღეები, როდესაც საჭიროდ ვთვლი საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, რომ დავფიქრდე, თუნდაც დაშვებულ შეცდომებსა და გამოსწორების გზებზე.

ყველა ადამიანს აქვს განცდილი მარტოობა. ნიკოლოზ ბარათაშვილი, მაიკო ორბელიანის  წერილში წერს, „შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!“

ანა ხატისკაცი

„მარტო ვარ ამ პატარა ქვეყანაში, მარტო ვარ ამ გიგანტურ მსოფლიოში, მარტო ვარ ჩემს შინაგან, უკიდეგანო სამყაროში. ყველამ მიმატოვა: ადამიანებმა, ცხოველებმა, ბუნების სილამაზემ, ღმერთმაც კი  დამტოვა. მარტო დავრჩი ჩემს თავთან და მის უსასრულო ფიქრებთან, თითქოს შუა ოკეანეში ვარ ჩაძირული, სიწყნარეა, სამარისებულ სიმშვიდეს მხოლოდ ჩემი ხმამაღალი, მაგრამ, ამავდროულად, უსიტყვო აზრები არღვევს. უფრო და უფრო ვიძირები, სადაცაა ფსკერამდე ჩავალ და დავეცემი.... არა, ავფრინდი, ცაში ვარ, ღრუბლებს ვეხები და მივფრინავ შორს. ისე შორს, რომ უსასრულობაში შევაღწიო და იქ ვიპოვო  ის მშვენიერება, რომელსაც გვიკლავს წუთისოფელი და ვიპოვი,  ვიცი, რომ მე ამას შევძლებ!“

ანასტასია შალიკაშვილი

„მარტოობა ხანდახან საჭიროა, რათა უფრო კარგად დაფიქრდე სხვადასხვა საკითხზე. მარტოობამ შეიძლება მოგვცეს იმის სიგნალი, რომ გარემოცვა გამოვიცვალოთ, ახალი მეგობრები შევიძინოთ ან არსებული ურთიერთობები გავაუმჯობესოთ.“

ლუკა ბუზალაძე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ავარია ბოლო ზარზე - etaloni.ge დირექტორს ესაუბრა

საბავშო ბაღებში რეგისტრაცია ივლისში დაიწყება - დეტალები

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

საინტერესო

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება