სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მენატრება სკოლა და მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ სითბო არ მოგვაკლონ და შორიდან გვეალერსებიან“ - ქობულეთის N3 სკოლის მოსწავლის ჩანახატი
14-05-2020
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნია ხახუტაიშვილი საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეულ მდგომარეობაზე წერს. მოსწავლე თავის ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს.

იძულებითი არდადეგები, ირგვლივ ცარიელი ქუჩები, ადამიანებს მოწყვეტილი გაზაფხული და საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თითქოს წლებია გრძელდება. თავს გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ვგრძნობ, რომელსაც გაფრენა სწადია. გარეთ საშიში, უხილავი მტერი დაძრწის, რომელიც არ ინდობს დიდს და პატარას, ქალს და კაცს, მოხუცს და ახალგაზდას და განურჩევლად გვესხმის თავს. ერთადერთი იარაღი, რითიც თავს დავიცავთ, სახლში დარჩენაა, ადამიანებისგან შორს.

დედამიწამ პაუზა აიღო. ირგვლივ სიჩუმეა, რომელსაც ვერც ჩიტების საამური ჭიკჭიკი არღვევს და ვერც ფოთლების ნაზი შრიალი. ბუნება დუმს. ისიც გრძნობს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

ვირუსმა დაგვანახა ადამიანისა და ბუნების ერთობა და მჭიდროობა. თუ ერთ-ერთ მათგანს უჭირს, მეორე წუხილით გამოხატავს თანაგრძნობას. თითქოს მოიწყინეს თავმომწონე ყვავილებმა, რომლებიც მუდამ გვილამაზებდნენ გაზაფხულის დადგომას. ხეები ფოთლებით შეიმოსენ, მაგრამ მათაც ეტყობათ სასოწარკვეთა. ვცდილობ სახლში დავრჩე და შორიდან ვანუგეშო ისინი, რომ მალე ისევ ერთად ვიქნებით და ვიყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე და არ შევუქმნა საფრთხე არავის. მაგრამ რაღაც მეძახის...უკნიდან მოდის და გულში იბუდებს. ბუნების ხმები, რომლებიც განცვიფრებულნი ეძებენ ადამიანებს და მეკითხებიან, თუ რამ მიმოფანტა ისინი. პასუხს ვერ ვცემ, არ მაქვს პასუხი. მიჭირს შეგუება ყოველივესთან. მენატრება ჩემი მეგობრები, სკოლა და მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ სითბო არ მოგვაკლონ და შორიდან გვეალერსებიან.

და რა მასწავლა სიჩუმემ?

დავაფასე, თუ რა ძვირფასია დრო და ვცდილობ არცერთი წუთი არ გავფლანგო ფუჭად. მთელ ჩემს დროს სწავლაში ვაქსოვ და ცოდნას ვიღრმავებ. ვკითხულობ წიგნებს, ვწყდები სასტიკ რეალობას და მარადისობაში ვიკარგები. ვბრუნდები წარსულში, სადაც მეტი ფერები და ურთიერთობები იყო.

მენატრებით ადამიანებო, მე თქვენ მენატრებით! მაგრამ, იმ დროს, როდესაც მე ტკბილ სიზმრებს ვნახულობ, ჩვენი დროის გმირები-ექიმები და პოლიციელები ერთად, ჩაჭიდული ხელებით ებრძვიან ვერაგ ვირუსს. ასევე ჟურნალისტები, რომლებიც ყოველწამს გვაწვდიან სიახლეებს მათი სიცოცხლის ფასად. და თუ კი ჩვენ ერთად დავდგებით, ყველანი სახლებში, მაგრამ სულიერად ერთად, დავამარცხებთ უხილავ მტერს და კაცობრიობაში დაიწყება ახალი ერა-მეტი სიყვარულის, სითბოსი, მეგობრობის, ურთიერთობების-სიცოცხლის ერა!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება