სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ადამიანებო, გავაჯეროთ გული სიყვარულით“- ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
14-05-2020
-
+


ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ნატა კორკელიამ პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას და სკოლისა და მეგობრების მონატრებას ჩანახატი მიუძღვნა.

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს:

  „მონატრების ერთი თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ’’

 „იცით რა ფერია მონატრება?
ყელში ბურთულებს რომ აჩენს,
თითქოს არ გეტყობა მაგრამ,
მაინც შინაგანად განგრევს.“
ეს სიტყვები დილიდან ამეკვიატა. ალბათ,  დამაკლდა მზის პირველ სხივთან შეხვედრის სიხარული... ფუსფუსი სკოლაში წასვლის წინ... მეზობლის თბილი სალამი... სკოლის ავტობუსში ნახევრად მძინარე, მიბნედილი თვალების მზერა... დარაჯის უფერული ღიმილი... წკრიალა ზარის ხმა... დილის შეგონებები... თავგადასავლები... თვეებმა მატარებელზე ჩქარა ჩაიქროლეს. სენტიმენტები მეძალება, სიტყვები ძალას კარგავს და მონატრებისა და მოგონების  მორევში ვეშვები.

   განგვერიდა დედამიწა და ჩუმად, მყუდროდ ყოფნა ისურვა. ამოიოხრა, ამოიკვნესა და გაჩერდა. აღარ ისმის ჟრიამული, ყიჟინა. ჩამოგვაცილა ყოველდღიურ რუტინას. ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა... გარინდულ სამყაროს ძაღლის ყეფა უფრთხობს სიმშვიდეს და ჩიტების უხალისო ჟივჟივი ,,აცოცხლებს’’. ვიხსენებ ყველაფერს, რაც სკოლასთან, მეგობრებთან და საერთოდ, გარესამყაროსთან მაკავშირებს. გონებაში აღბეჭდილი კადრები ერთმანეთს ენაცვლება. ,,სიჩუმემ’’  ერთი რამ ნამდვილად მასწავლა: ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანური ურთიერთობები ყოფილა, სამყაროს სიყვარული გადაარჩენს და ვერც შიში, ვერც ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.

   ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ღირებულებები გვაქვს. ვაჟა-ფშაველას დიდებული ნაწარმოები ახლა უკეთ გავაცნობიერე. ამიერიდან ეს სიტყვები ჩემს ამოძახილად იქცა: „გიყვარდეთ, კაცნო ერთმანეთი!“  იოანეს სახარება: ,,ამას გიდებთ მცნებად,რათა გიყვარდეთ ერთმანეთი’’-ესაა ჩემი გულის ნადები.  სიჩუმემ ჩემი ცნობიერება სრულიად შეცვალა. მასწავლა რა არის თავისუფლება, გავიგე რა ფერისაა მონატრება და დამანახა, რომ, ის რაც უბრალო მეგონა ძალზედ ძვირფასი ყოფილა...

 ადამიანებო, გავაჯეროთ გული სიყვარულით, სათნოებით და მერწმუნეთ, შეგვიძლია სამყაროს შეცვლა. მალე დავემშვიდობებით ამ კოშმარს, მალე ვიხილავთ სამყაროს გულთბილს, მოყვასს - პირღიმილიანს. ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება!!!

 ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნატა კორკელია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება