სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გარეთ ომია, გვიტევს...“ - ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დაწყებითების მასწავლებლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დაწყებითების მასწავლებელი ქეთევან ლომსანიᲫე პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე ჩანახატს აკეთებს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. პედაგოგის ჩანაწერს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 


უცნაურად ვღელავდი, თითქოს ღამეც გადიდდა... დღის მოლოდინში მთელმა ცხოვრებამ ჩამიქროლა თითქოს... ემოციების ქარცეცხლში ვიყავი გახვეული, კარი უნდა გამეღო, იქ, სადაც უამრავი ბავშვის თვალები შემომეგებებოდა... მას შემდეგ გავიდა ბევრი წელი, დღემდე ასეთი ემოციებით ვაღებ კარს თითოეული ბავშვისთვის.

წელს უჩვეულოდ ნაცრისფერი გაზაფხული მოვიდა ... მზე ყოველ დილით ამოსვლას ჭირვეულობს... დილაც არ ჩქარობს ჩვენთვის... ვგრძნობ რომ დედამიწა ავადაა, ახლა ოცნებებიც სხვა ფერია... უხილავი მტერი უკნიდან გვიტევს, არ გვინდობს და სამყარომაც სხვა ფერები გაიჩინა, ჩვენთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და დაუნახავი ფერები... ახლა თითქოს დილით არსად მივიჩქარი, მაგრამ ყოველ დილით მივყვები იმ გზას, სადაც სკოლის კედლები მეგულება, მივყვები იმ გზას, სადაც ჩემი პატარები მეგებებოდა... ეს არის დღემდე არ განცდილი გრძნობა, რომლის ახსნა შეუძლებელია... ვეძებ იმ თვალებს, რომლებსაც მზე ამოჰყავდათ ჩემში, ისინი ხომ ყველაზე სუფთები და წრფელები არიან. მიყვარს ის გზა, რომელიც ჩემი სკოლის კედლებს შემახვედრებს... ეს მონატრება...ლოდინი... უჩვეულოდ გაიწელა, გადიდდა და დამადუმა... დუმილიც ხომ ის თვისებაა, იმ თვისებათა შორის, რომელიც გაძლევს საშუალებას მეტი იფიქრო, ფიქრიც ხომ ადამიანს ეხმარება უფრო მეტად შეიყვაროს, დააფასოს და გაითავისოს ყოველი ახალი დღის გათენება...

გარეთ ომია, გვიტევს... თითქოს ცამდე ასული ჩემი მზერა ვერ წვდება ცამდე... ყველგან ერთი ფერია, ისევ ჩუმად ვიმეორებ: ,,დედამიწა ავადაა’’ ... გაიწელა მონატრების საათები... წუთები... მე ისევ მოთმინებით და მოლოდინით ველოდები იმ წუთებს, რომელიც უკანა გზაზე ჩამომიტოვებს იმ განცდებს და იმ უცნაურ ფერებს, რომლებმაც ჩემი გზა დროებით დაკეტა - თქვენსკენ მომავალი!...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება