სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარჩი სახლში“- საყუნეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
11-05-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს. პატარებს პედაგოგი მარეხი ყურმაშვილი ხელმძღვანელობდა. პროექტთან ერთად, სკოლის საქმისმწარმოებელი ნატო დვალაშვილი გვიამბობს, როგორ შეცვალა კორონავირუსმა ბავშვების და მასწავლებლების ცხოვრება.

„მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიამ, ცხოვრების ჩვეული რიტმი დაგვირღვია, ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და განსხვავებული ფორმატით გაგრძელდა სასწავლო პროცესი, იძულებითი არდადეგების დროს სკოლებში.  ცოდნის შეძენის არაერთი ფორმა შემოგვთავაზა განათლების სამინისტრომ ონლაინ სწავლების რეჟიმში, სადაც აქტურად ჩაერთვნენ და ადაბტირდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.  ახალი შესაძლებლობის გამოყენება სახალისო, საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა მათთვის, მაგრამ დისტანციური სწავლების  პარალელურად, მაინც იგრძნობა ადამიანური, ცოცხალი ურთიერთობების შეუცვლელობა. 

ჩვენს პატარა სოფელში, სკოლის ეზოში სიცოცხლე იგრძნობოდა, დერეფნებში ბავშვების ჟრიამული ისმოდა. სიტყვით ძნელია იმ დადებითი ემოციის გადმოცემა, როცა ვუყურებდი დაწყებითი კლასების მოსწავლეები ყოველ დილით მასწავლებლების დანახვაზე ღიმილიანი სახეებით და მოციმციმე თვალებით როგორ მირბოდნენ მათთან ჩასახუტებლად და ირგვლივ ბედნიერებას ასხივებდნენ.    

დღეს კი დაცარიელებული სკოლის კედლებში იგრძნობა, თითქოს მოწყენილი, მონატრებული მერხები ბავშვებთან შეხვედრას მოუთმენლად როგორ ელიან.

წარმოგიდგენთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეების პროექტს, მარეხი ყურმაშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეები აღნიშნავენ, თუ როგორ მოენატრათ სკოლა, მასწავლებლები და მოგვიწოდებენ დავრჩეთ სახლში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“,- გვწერს საყუნეთის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ნატო დვალაშვილი.

ინფორმაცია გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება