სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითქოს ნატვრა ამიხდაო, მაგრამ ეს ნამდვილად არ მინატრია“ - ფოთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლის ჩანახატი
11-05-2020
-
+


ფოთის N5 საჯარო სკოლის VIII დ კლასის მოსწავლე ნინი კუტალია, საკუთარი თვალით დანახულ პანდემიას ჩანახატში გადმოსცეს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

პანდემია.... თითქოს ეს უბედურება მეხივით დაეცა მსოფლიოს და შეცვალა გარემო, ბედნიერება, სიხარული... სახლებში გამოგვკეტა, მარტო დაგვტოვა ჩვენს ფიქრებთან ერთად... ბევრი რამ მოგვანატრა, ბევრი რამ გვასწავლა კიდეც. ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება, თავი ფილმში მგონია, საშინელებათა ფილმში.

გუშინდელივით მახსოვს, თუ როგორ მივდიოდი სკოლაში მეგობრებთან ერთად, ჩემი სადარდებელი კი მხოლოდ სწავლა და ადრე ადგომა იყო. დიდად არ მეპიტნავებოდა დილაუთენია გაღვიძება, მაგრამ ახლა გარეთ გასასვლელად ბევრ რამეს დავთმობდი,

ძილსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, არ მეგონა, თუ როდესმე ასეთ რამეს ვიტყოდი, მაგრამ მართლა ძალიან მინდა სკოლაში წასვლა, მეგობრებთან ჩახუტება, სწავლა.

ყველაფერს თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. ხშირად დავმჯდარვარ ფანჯარასთან, თავი რაფაზე ჩამომიდია და ჩავფიქრებულვარ. ეს პერიოდი საკუთარი თავის შესასწავლად საუკეთესო დროდ მიმაჩნია, ამიტომაც ყოველდღე ვფიქრობ ჩემს ნაკლზე, იმაზე, თუ რისი შეცვლა მინდა უკეთესობისკენ, მახსენდება ყველა ჩემი დანაშაული და თავს უკიდურესად სულელად ვგრძნობ, თუმცა ეს არ მაბრკოლებს, ვინაიდან შეცდომებს იმისთვის ვუშვებთ, რომ მათზე ვისწავლოთ.

ბევრი ისეთი რამ დავაფასე, რასაც ძველად ყურადღებასაც არც კი ვაქცევდი. ადრე მინდოდა კიდეც, რომ ერთი თვით მაინც დავმჯდარიყავი სახლში, ახლა კი, როდესაც ჩემს სულელურ სურვილს ვიხსენებ, მეცინება. თითქოს ნატვრა ამიხდაო, მაგრამ ეს ნამდვილად არ მინატრია- გაზაფხულის სურნელი ვერ შევიგრძენი, ნუშის აყვავებას ვერ დავესწარი. ამაზე ბევრჯერ მიტირია, წარმომიდგენია, თუ როგორ გავატარებდი წლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დროს, ახლა კი მხოლოდ ფანჯრიდან ცქერა დამრჩენია.

როგორც უკვე ვახსენე, ამ სიტუაციასაც კი აქვს დადებითი მხარეები. დარწმუნებული ვარ, ყველა დაუახლოვდა ოჯახს, უკეთესად გაიცნო თავისი საყვარელი ადამიანები და დააფასა ისინი, საკუთარი თავიც კი უკეთ შეიცნო და ახალი ოცნებებიც გაუჩნდა.

ვფიქრობ, ეს ეპიდემია ერთ-ერთი ყველაზე მწარე გაკვეთილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. მგონია, რომ ბოროტება და სიძულვილი ცოტათი მაინც ჩაცხრება, ადამიანებს კი ერთმანეთი შეუყვარდებათ, მათ შორის ნდობა აღდგება.

დაბოლოს, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ყველა უწყინარი, მხიარული ნაწარმოებივით, ახლაც სიკეთე დაამარცხებს ბოროტებას, ჩვენ გავიმარჯვებთ, უხილავ მტერს დავამარცხებთ და ერთმანეთს მალე გადავეხვევით.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება