სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კორონავირუსიც დამარცხდება და ეს ბედნიერი დასასრული კი არა, ბედნიერი დასაწყისი იქნება“ - ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
11-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის ანი ყალიჩავა კორონავირუსით შეცვლილ რეალობაზე ჩანახატში წერს და საკუთარი თვალით დანახულ პანდემიას გადმოსცემს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

კორონა ვირუსი, თვალით უხილავი, პაწაწინა ნაწილაკი, რომელიც ერთი შეხედვით, სულაც არ არის მავნე. 
მაგრამ ამავდროულად, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც მთელ მსოფლიოს ქარიშხალივით დაატყდა თავს. მან მოგვცა დრო დასაფიქრებლად, შეცდომების დასანახად და მათ გასაანალიზებლად. ახლა ვამბობთ, ნეტავ, ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ და აღარც დილით ადრე გაღვიძებაზე და უთენია სკოლაში წასვლაზე ვიწუწუნებთო. დავაფასებთ ცხოვრებას, სიცოცხლეს, ადამიანებსა და თვით დედამიწას. ამას ახლა  ვამბობთ. ვინ იცის, რას გავაკეთებთ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება?! 

შეიძლება ისევ დავივიწყოთ ეს გასაჭირი. სიტყვები, რომლებსაც ერთმანეთს ვეუბნებოდით და ისევ იმ ადამიანებად ვიქცეთ, რომლებიც ვიყავით. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისევ ისე არ და ვერ იქნება. ყველა ჩვენგანის ცხოვრება რაღაც დოზით მაინც შეიცვლება. არ ვიცი, დადებითად თუ უარყოფითა, მაგრამ ვიცი, რომ შეიცვლება. 

კარანტინში, ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა დაღლილები საწოლზე ჩემოვსხდებით, თავს ნაზად დავდებთ ბალიშზე  და ჭერს ავყურებთ, თვალებს ვხუჭავთ და წარმოვიდგენთ მზეს, ღია ლურჯ, ოდნავ ღრუბლიან ცას, სადღაც შორიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, ახლად ამოსული ყვავილების სურნელს დაუპყრია  მთელი სივრცე, მწვანე ხასხასა მინდვრის გაღმა ბავშვების ჟრიამული ისმის. მე ასეთი მსოფლიო  მენატრება, ბედნიერი, ლაღი, იმედით სავსე, და, თუ ახლა არსებობს ვინმე ვისაც ყველაფრის მშვიდობიანად დასრულების იმედი დაკარგული აქვს, მე მას მივმართავ:  არ არის აუცილებელი, ქვეყანა ყველა სფეროში მოწინავე პოზიციებს იკავებდეს, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, მთავარია ერთიანობა, სოლიდარობა, გვერდში დგომა  და ბრძოლა. ჯოან როულინგი თავის ნაწარმოებში შემდეგ ფრაზას წერს ,,ბრძოლაში წარმატებას არა მებრძოლთა რაოდენობა არამედ ბრძოლის ხარისხი განაპირობებს“. ჩვენი მებრძოლები  ჩვენი ექიმები არიან, ისინი ამ გლობალური ომის წინა ფრონტზე იბრძვიან, როგორც მსოფლიოს ექიმები ,,და მე მჯერა, რომ ისინი ჩვენი თანადგომით  ყველაფერს შეძლებენ. 

როგორც ანდერსენის ზღაპარში სარკის ნამსხვრევები მიმოიფანტა მთელ მსოფლიოში და თან ათასი უბედურება მოიტანა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი საწყის ფორმას დაუბრუნდა, როგორც ყველა ზღაპარში. კორონავირუსიც ასე დამარცხდება და ეს ბედნიერი დასასრული კი არა, ბედნიერი დასაწყისი იქნება.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება