სიახლეები
საინტერესო

''ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როცა კარგავენ შეყვარების უნარს'' - გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო სიტყვა
24-08-2017
-
+


თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ, ვიტყოდი იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ... 

დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას... ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის, რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი, როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს. 

თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც... ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს... ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა...

ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული...

ადამიანებს დავუმტკიცებდი, თუ რაოდენ ცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ, როცა ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როცა კარგავენ შეყვარების უნარს... პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. 

რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასდროს გაუშვებს მას.

ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ, უკვე მომაკვდავი ვიქნები...

რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ, როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი ''მიყვარხარ,'' თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...

ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებას გვაძლევს, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა, თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ...

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი.

გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა: ''ვწუხვარ'', ''მაპატიე'', ''გეთაყვა'', ''გმადლობთ'' და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რომლებიც იცით. 

არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.  გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას ვისაც გსურს… თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი. და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე… დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა!

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას

საგამოცდო ბარათებსა და საგამოცდო პროცესზე დეტალურ ინფორმაციას აპლიკანტებს გააცნობენ

სამინისტრომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯამში 11 ნივთი გადასცა, რომელთა საერთო ღირებულებაც - 84 079,75 ლარია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს სპორტულ წარმატებებს: განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელს, შახინ ბახტიაროვს“

სცენების სანახაობრივ მხარეს აძლიერებდა საგანგებოდ შერჩეული მუსიკა, კოსტიუმი და მოსწავლეთა ხელით შექმნილი რესურსები

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება