სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უდიდესი შრომა ჩვენი მასწავლებლისა დასაფასებელია ყველასგან“ - ბათუმის N4 სკოლის მოსწავლეთა მშობლების მადლობის წერილი კლასის დამრიგებელს
07-05-2020
-
+


ბათუმის N4 საჯარო სკოლის IVდ კლასის მოსწავლეების მშობლები შვილების დამრიგებელსა და მასწავლებლებს მადლობის წერილს უგზავნიან. მშობლები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლებმა დისტანციური სასწავლო პროცესი სასიამოვნო და საინტერესო გახადეს. 

გაეცანით წერილს:

ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მე-4 (დ) კლასის მშობლები, ჩვენს შვილებთან ერთად უღრმეს და გულითად მადლობას ვუხდით ჩვენი კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გულო ბასილაძეს, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური და განსაკუთრებული ჩართულობისათვის.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ქალბატონი გულო იმ დღიდანვე, როგორც კი გამოცხადდა ონლაინსწავლება, დაგვიკავშირდა თითოეულ მშობელს და გვაცნობა, რომ ყველა მოსწავლე დაარეგისტრირა და მზა კოდები მოგვაწოდა. ასევე ყველა გაკვეთილს ესწრება, რათა დააფიქსიროს მოსწავლეთა ჩართულობა სხვა საგნებშიც.

ჩვენი კლასის თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული ონლაინსწავლებაში და შედეგიც კარგი გვაქვს, რადგან ბავშვებისთვის ეს ყველაფერი მოსაწყენი არაა. ამას განაპირობებს ის, რომ გულო მასწავლებელი  მოსწავლეებს აწვდის მის მიერვე შექმნილ ონლაინრესურსებს და სხვადასხვა სახლისო დავალებებს, რითაც უფრო მეტად დააინტერესა ჩვენი შვილები. ასევე შექმნა „კითხვის საათი“, რათა შაბათ - კვირაც მაქსიმალურად საგანმანათლებლო ყოფილიყო. მოსწავლეებმაც არ დააყოვნეს, მასწავლებლის შრომა დააფასეს. მხატვრულად  ამზადებენ სხვადასხვა მწერლების მოთხრობებს და ტვირთავენ ვიდეოებს, რომლებსაც უამრავი მნახველი ჰყავს. ასევე, მოსწავლეების დიდმა სურვილმა და მოწოდებამ, რომ ისინი შემოქმედებითები არიან, განაპირობა ისიც, რომ დაიწყეს გამოწვევა „ლექსის მხატვრულად კითხვაში“, რომელშიც ყველა მოსწავლეა ჩართული.

აქტიურად ვატარებთ ონლაინ კლასსაათსაც. ჩვენი შვილები ხალისით უყურებენ  ტელესკოლის გაკვეთილებს ყველა საგანში და ამზადებენ დავალებებს, რომელსაც შემდეგ მასწავლებელი უმოწმებს მათ. ამ კუთხით მშობლებიც დავინტერესდით და შვილებთან ერთად ვაქტიურობთ. გულო მასწავლებელს არასდროს ავიწყდება მისი მოსწავლეების წახალისება და მოსწავლეები დისტანციურად  დააჯილდოვა სერთიფიკატებით, რამაც ჩვენს შვილებს უფრო მეტი მოტივაცია გაუღვივა სწავლისადმი. ესაა უდიდესი შრომა ჩვენი მასწავლებლისა, რომელიც დასაფასებელია ყველასგან.

გარდა ამისა, უღრმეს მადლობას ვუხდით მათემატიკის მასწავლებელს ქალბატონ მაგული ქურიძეს, რომელიც დაუღალავად შრომობს, რათა ჩვენს შვილებს გადაალახინოს ყველა დაბრკოლება, რაც შეიძლება ახლდეს დისტანციურ სწავლებას  და ყველა საგნის მასწავლებელს, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სწავლებაში და თითოეული მოსწავლის შრომას აფასებენ.

ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლის მე-4(დ)კლასის მშობლები და მოსწავლეები
5.05.2020


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება