სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხშირად ვიძირები ოცნებათა სამყაროთა სამყაროში და წარმოვიდგენ თითქოს ისევ სასკოლო ფუსფუსში ვარ ჩართული“- ქობულეთის N2 სკოლის მოსწავლის ჩანახატი 
07-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლე მარიამ ჭყონია ჩანახატს გვიზიარებს. 

„მონატრების ერთი თვე- რა მასწავლა სიჩუმემ“

უკვე კარგა ხანია, რაც ჩვენთვის ერთობ უჩვეულო და გაუფერულებულ გარემოში ვცხოვრობთ. თითქოს სამყარომ ფერთა პალიტრა დაკარგა და ახლა დაეძებსო...უეცრად ამოვვარდით ჟრიამულითა და ხალისით აღსავსე ცხოვრების რიტმიდან. ყოველდღიური სასკოლო ფუსფუსი ერთფეროვნებამ ჩაანაცვლა. რა უცებ შეიცვალა ყველაფერი?! ემოციის გამომხატველი სახეები პირბადის უკან
დაიმალნენ. უკვე დიდი ხნის ნაცნობი ადამიანის ცნობაც კი მიჭირს...დავაწესეთ ბარიერები და რა გასაკვირია, რომ მონატრების მტანჯველმა განცდამ სწორედ ახლა დაისადგურა ჩვენს გულებში...

სწორედ ახლა, ცხოვრების ამ უჩვეულო მოვლენებით აღსავსე ეტაპზე, სიჩუმე ჩვენი მასწავლებელი და შთამაგონებელი გამოდგა. საშუალება მოგვცა, რომ უკეთ შეგვეცნო საკუთარი თავი. ვინ იცის რამდენი რამ ისწავლეს ადამიანებმა საკუთარი თავის ძიებაში? პირადად მე, სიჩუმემ ადამიანური ურთიერთობების დაფასება მასწავლა...ვგრძნობ თუ როგორი რთულია მათ გარეშე ყოფნა...ვეფერები ყოველ განვლილ წუთსა და წამს რომელიც იმ „ძველებურ“ ცხოვრებასთან მაკავშირებს...რას
წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე ერთმანეთის ხილვა სანატრელი გაგვიხდებოდა?! ვამყარებთ ვირტუალურ კომუნიკაციებს, თუმცა ძნელია გაუზიარო სხვებს შენი ემოციები ასე დისტანციურად. ამით კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა იმისა, თუ როგორი შეუცვლელია რეალური და ცოცხალი ურთიერთობები.

დროც გადის...გაზაფხულმა შემოაბიჯა...ბუნება ცდილობს არ დაგვაღონოს, თუმცა ყველაფერი მაინც სხვაგვარადაა...ამ გაზაფხულს მერცხლების მხიარულ ჟღურტულთან ერთად ვერ გაიგონებთ სკოლაში მიმავალი ბავშვების ჟრიამულს. ბავშვები ერთად შეჯგუფებულნი რომ არიან და თვალებაციმციმებულნი იცქირებიან... ხშირად ვიძირები ოცნებათა სამყაროთა სამყაროში და წარმოვიდგენ თითქოს ისევ სასკოლო ფუსფუსში ვარ ჩართული, სკოლისაკენ მიმეჩქარება და საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული ლამაზი წუთების სათვალავი კიდევ უფრო იზრდება...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება