სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიყვარხარ, სიცოცხლევ! მიყვარხარ, დედამიწავ!“ - ფოთის მე-7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ჩანახატი
07-05-2020
-
+


გიორგი ჭყონდიდელის  სახელობის ფოთის მე-7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან ინჯგია პანდემიით „დაპაუზებულ“ სამყაროს ჩანახატს უძღვნის და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. „მიყვარხარ, სიცოცხლევ! მიყვარხარ, დედამიწავ!“ - ასე, დიდი სითბოთი აღსავსე სიტყვებით ასრულებს საკუთარ ჩანაწერს პედაგოგი. 

                                                          მონატრების 1 თვე  -  რა გვასწავლა სიჩუმემ

ორ ათეულ წელზე მეტია, მასწავლებლის სტატუსით დავდივარ ამ მადლიან მიწაზე. რა არ წამიკითხავს, რა არ მომისმენია, ვინ არ  შემხვედრია, რამდენი სითბო და სიყვარული, სამწუხაროდ, წყენაც მრგებია, მაგრამ მსგავსი სიჩუმე,  სამყაროს ,,დაპაუზება“ არ შემიგვრძვნია, ვერც წარმოვიდგენდი...

ვფიქრობ, ამ  ჯადოსნურმა სიჩუმემ მეტად შემაყვარა სიცოცხლე და ადამიანი, იმაზე მეტად, ვიდრე  მიყვარდა! თუ კი ადრე  გავიფიქრებდი,  დამღლელია  ეს  ყველაფერი,  ახლა  საპირისპიროდ  ვფიქრობ...  რა  ლამაზია  ცხოვრება,  რა ჯადოსნური  ძალის  მქონე ფერებით  უხატავს  უფალს  სამყარო... და  თუ  ადრე  მხოლოდ  ჩემს  ქვეყანაზე  ვფიქრობდი, ახლა  ვფიქრობ  მთელ  სამყაროზე,  რადგან  დედამიწა  ერთ  დიდ  ოჯახად  მივიჩნიე,  რომლის   კეთილდღეობაზე   თითოეული  ჩვენგანი  უნდა  ზრუნაცდეს  თუ  გვინდა,  სიცოცხლე  არ  შეწყდეს!   ამ  დიდ  ოჯახში  ყველას  ერთმანეთი უნდა  უყვარდეს,  ყველა  ერთმანეთზე  უნდა  ზრუნავდეს...  და  ამფიქრებში  გართულს,  მომაგონდა    გენიოსი  ვაჟას   წერილი : ,,კოსმოპოლიტიზმი  და  პატრიოტიზმი“.  ვიტყვი,   რომ არა  მარტო  21-ე  საუკუნეში  გახდა   საქართველო  მსოფლიოს  მაგალითი,  არამედ  მეცხრამეტე  საუკუნეშიც...

რაც  არ  უნდა  ხმამაღლა  ნათქვამად  ჩამეთვალოს ვიტყვი,  რომ  ყველა  ფრაზა, რაც  პატრიოტიზმთან,  ჰუმანიზმთან, მეგობრობასთან,  სიყვარულთან  ასოცირდება,  დღეს  რეალურ  მაგალითებად  მექცა.  უფრო  მეტსაც  დავძენ,  დავასკვენი, რომ  არ  არსებობს   შეზღუდული  შესაძლებლობები...თუ  შენი  საქმე  გიყვარს,  თუ  შენს საქმეს   სიხარულითა  და პასუხისმგებლობით   ეკიდები,  ყველაფერი  გამოგივა!   დიახ,  ჩვენ,  მასწავლებლები,  ჩვენი  ოთახის  სივრციდან დისტანციურად  საოცარ  შესაძლებლობებს  ვავლენთ   ჩვენს  მოსწავლეებთან  და  მშობლებთან  ერთად.  ამის  დასტური ჩვენი  ონლაინ  გაკვეთილებია.  ვფიქრობ,  ასეთი  გაკვეთილები   უფრო  საინტერესო  და  სახალისო  გამოდგა.  უფრო მივხვდით  თუ  რაოდენ  მაგარია  სიცოცხლე!  როგორც  კი  დისტანციის  რეჟიმიდან   გამოვალთ,  ალბათ,  მთელი სამყარო  ერთმანეთს  ჩაიკრავს  გულში   და  მეტად  გავუფრთხილდებით   სიცოცხლეს!   ვიზრუნებთ  ერთმანეთზე  და დედამიწას  კი  არ  დავაზიანებთ,   არამედ  ყურს  დავუგდებთ  მის  მაჯისცემას.  ისიც  ძალიან  გაგვიფრთხილდება  და  ეს ქვეყანა  იქცევა  სანატრელ  სამოთხედ...
ერთმანეთზე  ზრუნვით  ავიხდინოთ  ოცნება!
ეს  არის  ჩემი   და  ჩემი  მოსწავლეების  ნაფიქრი  ერთი  თვის   მანძილზე  და  დიდი  სიჩუმის  შემდეგ.
        
მიყვარხარ, სიცოცხლევ!
მიყვარხარ, დედამიწავ! 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება