სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ და გარემო“​ - ქვეშეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ჩანახატს გვიზიარებენ
07-05-2020
-
+


დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც ძალიან უყვართ სკოლა და სასკოლო ცხოვრება ენატრებათ, შექმნილ სიტუაციაშიც კარგად ააწყვეს ურთიერთობები. მათ დისტანციურად მოამზადეს პატარა ჩანახატი - რა გვასწავლა სიჩუმემ.

დრო და ყოველივე ქმედება ღირებულია - გააათვითცნობიერეს დევიზი - ცხოვრება გვასწავლის, გვზრდის, გვაყალიბებს... და ნამდვილ გზას გვიჩვენებს... ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვა გზა, რომელიც ჩემია... 

„ჩვენ და გარემო“

 ადამიანები საკუთარი დაუდევრობით მუდმივად აბინძურებენ და ზიანს აყენებენ გარემოს, ზოგჯერ სახლიდან გამოტანილ, ზოგჯერ ბუნებაში მოწყობილი პიკნიკებიდან ნაგავს შეუფერებელ ადგილას ყრიან, იქ კი შემდეგ საკვების მოსაპოვებლად სხვადასხვა სახის მწერები, მღრღნელები თუ ფრინველები უხვად იყრიან თავს და რაც, მავნე ნივთიერებების საშუალებით უამრავი დაავადების გავრცელებას უწყობენ ხელს; ავადდებიან ადამიანები, ერთი ადამიანიდან შეიძლება გადაედოს მეორეს და ა.შ. რაც ძალიან ცუდია. ჯანმრთელობის გაუარესება იწვევს ახლობელი ადამიანების დაკარგვას, ჩვენ კი არ გვინდა რომ დავკარგოთ, ამიტომ თუ ერთმანეთი გვიყვარს უნდა გავუფრთხილდეთ ყველას: მე - შენ; შენ - იმას და ა.შ.

ამისათვის საჭიროა სუფთა და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, პირველ რიგში აუცილებელია დავიცვათ ის ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით და არ დავყაროთ ქუჩაში ბოთლები, პარკები, ნარჩენები და სხვა.ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, რადგან ეს ქმედება დიდ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს სოფელსა და აქ მცხოვრებ მოსახლეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გავხდებით გარემოზე მზრუნველი ადამიანების დიდი მაგალითი, რაც დიდ სტიმულს მისცემს თითოეულ ჩვენგანს, ყოფიერი ცხოვრების წინსვლისთვის.

მცენარეების დარგვა ნათელი და ზუსტი მაგალითია იმისა რომ გარემო შენთვის საზრუნავ მაგალითს წარმოადგენს. საჭიროა მშობლებმა მოზარდებთან ერთად იზრუნონ გარემოს კეთილდღეობაზე და დარგონ მცენარეები.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება