| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურზე სამი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს. ნიკუშა, ლუკა და ანდრია ვაჩნაძეების საყვარელი საქმიანობა სწავლასთან ერთად ხატვაა. ასევე დადიან ფეხბურთზე, (ხატვაზე).
ამჟამად, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიჭები ვერც სკოლაში მიდიან, ვერც ფეხბურთზე და ხატვაზე. თუმცა, დისტანციურ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართულები. სახლიდან კომუნიკაციობენ პედაგოგებთან, მეგობრებთან, ესწრებიან ონლაინ შეხვედრებს და ცდილობენ მთელი პასუხისმგებლობით შეასრულონ დავალებები.
ამბობენ, რომ ენატრებათ სკოლა, მეგობრები, გაკვეთილი საკლასო ოთახში და ის გზა, რომელსაც ყოველ დილით მეგობრებთან ერთად გადიოდნენ სახლიდან სკოლამდე და პირიქით...
ბიჭები ხატავენ ყველაფერზე.
„ლუკა მეხუთე კლასელია. მას აქვს ესთეტიკური გემოვნება. ნახატებში ჩანს მისი ფიქრები და ემოციები. ლუკა თითოეულ დეტალს დიდი სიფაქიზით ქმნის, იყენებს ფერების გრადაციის პრინციპს"– გვიყვება აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების (და ასევე დაწყებითი კლასების) მასწავლებელი ლელა ყოლბაია.
მეოთხე კლასის ხელოვნების (და ასევე დაწყებითი კლასების) მასწავლებელი ხათუნა სახოკია აღნიშნავს, რომ ნიკუშა ერთი გამორჩეული ჟანრის მიმართულებით არ ხატავს. მის ნახატებში ადვილად ვიპოვით პეიზაჟებს, ნატურმორტებს. მოსწავლეს აქვს უნარი და ფანტაზია სხვადასხვა სახატავი მასალის გამოყენებით ორიგინალური ნამუშევრი შექმნას.
პირველკლასელი (პედაგოგი ნ.ზარია) ანდრიაც ჩართულია დისტანციურ სწავლებაში. ცდილობს, არ ჩამორჩეს უფროს ძმებს! ისიც ხატავს!
წარმოგიდგენთ ძმების ნამუშევრებს დისტანციურ სწავლებამდე და ასევე, დისტანციური სწავლების დაწყებიდან დღემდე.
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
საქართველოსთან ერთად კიდევ რომელი ქვეყნები აღნიშნავენ შობას 7 იანვარს
სავალდებულოა თუ არა განმავითარებელი შეფასების დაწერა მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს
სცენაზე გაცოცხლდა მისი მოთხრობების გმირები და თემები, რომლებმაც მაყურებელი მწერლის სამყაროში ამოგზაურა
მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან