სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდა, ყველა დღე ორშაბათი იყოს, ოღონდაც ისევ შევიგრძნო ჩემი სკოლის მადლი!“- ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ სკოლის მონატრება ჩანახატით გადმოსცა
06-05-2020
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, მარი ბერიძემ სკოლის მონატრება ჩანახატის სახით გადმოსცა. მოსწავლის პედაგოგი ირმა ბოლქვაძე გახლავთ. 

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს. 

„მონატრება... ეს იმდენად მრავლის მთქმელი სიტყვაა - გიყვარს, გაკლია, გტკივა, გათბობს... თითქოს ყველაფერი დუმს, თითქოს დრო გაჩერდა... ირგვლივ აუტანელი სიჩუმეა, ელოდები, თუნდაც უიმედოდ, რომ ოდესმე დადგება დღე, როცა გაიღიმებ, გაქრება მონატრება და შეიგრძნობ რეალობას. მიხვდები, თუ რამდენს ნიშნავს შენთვის.... მტკივა, მენატრება გარეთ გასვლა, სკოლა! ვგრძნობ, იქ ახლა, მხოლოდ სიჩუმეა, იქ, სადაც ყველაფერი ლაპარაკობდა: კედლები, მერხები! დღეს კი ლოდინს მოუცავს შესასვლელი ალუმინის კარი, ჩვენი წარმატებებით მოამაყე დერეფნის კედლები, კიბის საფეხურები, საკლასო ოთახები, მერხები თუ სკამები. ელოდებიან, როდის მივალთ ჩვენ და ისევ გაცოცხლდება, ახლად დაიბადება! ...

სახლში მარტო გატარებულმა ერთმა თვემ საკუთარი ეგოიზმი დამანახვა. როგორ ვერ ვაფასებდი იმას, რაც მქონდა - სკოლა, მეგობრები, მასწავლებლები. იმდენად მეზარებოდა ზოგჯერ წასვლა, რომ ნეტავ, დღესაც შაბათი იყოს - მეთქი ვამბობდი, ახლა კი, მინდა, ყველა დღე ორშაბათი იყოს, ოღონდაც ისევ შევიგრძნო ჩემი სკოლის მადლი!

მჯერა, სულ მალე ისევ დადგება დღე, როცა სიხარულით წავალ სკოლისკენ, ისე როგორც 1-ლ სექტემბერს და აი მაშინ ყველაფერი დალაგდება, სიჩუმეს ჟრიამული ჩაანაცვლებს. მონატრებას- ბედნიერება. ვიგრძნობ, რომ ვცოცხლობ...დააფასეთ ის, რაც გაგაჩნიათ, ვიდრე გვიან არაა...

თითქოს სიზმარია რეალობა,
მალე გავიღვიძებ, წამოვდგები,
არა, ილუზიას მისცემიხარ,
წყრომით ბუბუნებენ მაღლა მთები.
დღე რომ არ ხმაურობს,მენანება,
ზარი აღარ რეკავს, სიჩუმეა,
შფოთი, ჟრიამული აღარ ისმის,
ირგვლივ უხილავი სიმშვიდეა.

სკოლა, მერხი, სკამი ისევ თბილი,
ასე ობლად როგორ დამრჩენია,
დუმილს დაუპყრია სამეზობლო,
თვალებს სევდის ფერი დასდებია.
ღმერთო, დაიფარე სამყარო და
ჩემი სანატრელი საქართველო,
ძალა მოგვეცი და იმის რწმენა,
ისევ იხმაურებს მთა და მდელო!

ფურტიოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე მარი ბერიძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება