სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კორონამ ჩვენი სკოლა ვერ დააშინა“ - ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორის მალხაზ გვიჩიას ჩანახატი
06-05-2020
-
+


ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი მალხაზ გვიჩია კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ რეალობასა და საკუთარ განცდებს ჩანახატში აღწერს. როგორც დირექტორი წერს, მძიმე სანახავია დაცარიელებული კლასების ნახვა, თუმცა კორონამ სკოლა ვერ დააშინა და წარმატებით ავუღეს ალღო ახალ გამოწვევას. 


ფიქრი არის ადამიანის ყველაზე ადამიანური თვისება. დღეს კი ამ უხილავმა მტერმა ნამდვილად მოგვცა ამის უსაზღვრო შესაძლებლობა, გამოსავალიც ვიპოვეთ და საგაკვეთილო პროცესმაც მონიტორებზე გადაინაცვალა. დღეს უხილავმა მტერმა ჩაგვირაზა სკოლის კარი, ყველაზე ჯანსაღი კარი დედამიწაზე... ორი თვეა დაიხურა საკლასო ოთახები, ცარიელია პატარა და დიდი მერხები... მძიმე სანახავია... რადგან, ჩვენი, პედაგოგების ცხოვრება, ურთიერთობაა, ცოცხალი ურთიერთობა და ეს დანაკლისი მტკივნეულია ყოველი ჩვენგანისათვის. მართალია, დღე ისე არ ჩაივლის, ჩემო ბავშვებო, რომ არ დაგიკავშირდეთ, არ გაგესაუბროთ სოციალური ქსელის ფანჯრიდან. თუმცა, ეს მაინც არ არის ის ბუნებრივი განცდა, გვენატრება ის ის ღიმილიანი დილა და ხმაურიანი დერეფნის კედლები... ის სასიამოვნო დაღლაც გვენატრება, გაკვეთილების დასრულების შემდეგ რომ ვგრძნობთ თქვენი მასწავლებლები... თუმცა, კორონამ ჩვენი სკოლა ვერ დააშინა, თითქმის პირველებმა ავუღეთ ალღო ახალ გამოწვევას და საერთო საქმესაც ჩინებულად ვართმევთ თავს. ეს კი თქვენი დამსახურებაცაა, ჩემო ყმაწვილებო... მჯერა, ეს ვირუსი, რომელსაც თქვენგან განსხვავებით გონება არ გააჩნია, მალე დამარცხდება. ჩვენი ბორკილიანი დღეებიც დასრულდება. სამაგიეროდ კი უფრო მეტად შევიყვარებთ ერთმანეთს, უფრო გავძლიერდებით რწმენასა და სათნოებაში. წარმატებები. 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება