სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი გამოწვევების კვალდაკვალ“ - მარელისის საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
06-05-2020
-
+


„ახალი გამოწვევების კვალდაკვალ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლების ფორმატი ამ სკოლისთვისაც ისეთივე უცხო იყო, როგორც სხვა საჯარო სკოლებისთვის, მასწავლებლებმა გამოწვევას მარტივად გაართვეს თავი.

„მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ, რომელიც გამოწვეულია ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო, შექმნა უამრავი პრობლემა ყველა სფეროში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სივრცეში. არავის წარმოგვედგინა ცოცხალი გაკვეთილების გარეშე სწავლა სწავლება. ყველა შიშით შეპყრობილი ელოდა მოვლენების განვითარებას. რა? როგორ? საიდან? რით? რამდენი ასეთი კითხვა აწუხებდა თითოეულ ჩვენგანს.

მასწავლებელი ყოველთვის სწრაფად უღებს ალღოს ყველა სიახლეს, მაგრამ სწორი მიმართულება თუ ნაპოვნია, კიდევ უფრო სწრაფმავალია მასწავლებელი. სახელმწიფოს მზაობა, სკოლის ხელმძღვანელის მზაობა, მასწავლებლის, მოსწავლის და რაც მნიშვნელოვანია, ოჯახების, მშობლების მზაობა ახალი გამოწვევების წინაშე ღრმად დასაფიქრებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სკოლა მაშინვე ჩაერთო ონლაინ სწავლებაში  Facebook  ჯგუფებისა და მესენჯერის საშუალებით, თუმცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მრავალპროფილური სასწავლო პლატფორმა Teams შემოგვთავაზა და ჩვენც ეტაპობრივად გადავედით Teams სწავლებაზე. იყო სირთულეები რეგისტრაციისას, დაკავშირებისას, გამოყენებისას, თუმცა დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ რომ ყველა მასწავლებელი ჩართულია Teams პლატფორმაში. ეწყობა სხვადასხვა პროექტები, კონკურსები, აქტიურ ფაზაშია კლუბების მუშაობა, მე-9 და მე-10 კლასები ჩართულია დებატების კლუბში და საკმაოდ კარგ შედეგებს იღებენ.

მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა სოფლის სკოლაა და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა. მიუხედავად ამისა მოსწავლეებიც და მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული ონლაინ სწავლების პროცესში. მშობლები აკვირდებიან შვილების ჩართულობას, ხშირად თვითონაც სხედან მათ გვერდით და თვალს ადევნებენ სასწავლო პროცესს, აქტიურობენ მშობელთა ონლაინ შეხვედრებისას, ხშირად ტარდება პედაგოგთა შეხვედრა სხვადასხვა საკითხების განსახილველად.

მინდა აღვნიშნო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ვერა ოდიკაძის უდიდესი როლი დისტანციური სწავლების  ხარისხიანად წარმართვაში. პირადი მაგალითით, სწორი რჩევა-დარიგებებით, დაუღალავი შრომით არავის აძლევს მოდუნების საშუალებას.  მოსწავლეთა უმრავლესობა ამბობს, რომ დისტანციური სწავლება არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს, პირიქით უფრო მეტად მუშაობენ, მეტ ინფორმაციას იღებენ, იფართოებენ თვალსაწიერს.

ეს 21-ე საუკუნეა და თანამედროვე ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს საუკუნის შესაბამისი უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები. იმედია ჩვენი შრომა უნაყოფოდ არ ჩაივლის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება