სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი მანქანებიდან მეტროს გვირაბამდე მანძილი გაუქმდა“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული პანდემია
05-05-2020
-
+



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ცერცვაძე საკუთარი თვალით დანახულ პანდემიას ჩანაწერში გადმოსცემს. მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ. 

ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ. დედამიწა სამყაროს ერთი ნაწილია. შეიძლება ჩვენი დღევანდელი წარმოდგენები, შორეულ მომავალში ისეთივე სასაცილო იყოს, როგორც ჩვენ დღეს შუა საუკუნეების მეცნიერების შეხედულებებს აღვიქვამთ.

ამ დღეებმა, ამ დრომ როგორც არ უნდა იყოს, გვეგონოს ან გვაჩვენებდნენ, ბევრი რამ შეახსენა და ასწავლა მსოფლიოს რომ დედამიწამ ბრუნვა შეაჩერა, რადგან დედამიწა მხოლოდ პლანეტა არ არის და არც ჩვენ ვართ მხოლოდ მისი დამკვირვებლები კოსმოსიდან. დედამიწა იმიტომ ბრუნავს რომ მე შენ გნახო, მან ის და ა.შ. ახლა დედამიწა გაჩერდა. დროის თვლა შეჩერდა.

დედამიწას ჩვენი ნაბიჯები ამოძრავებს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთმანეთის შემჩნევა. დიდი მანქანებიდან მეტროს გვირაბამდე მანძილი გაუქმდა, ვიცი რომ დროებით მაგრამ მაინც, რადგან შენ ვერასდროს ჩაასხამ დიდ მანქანაში ბენზინს, თუ მან მეტროში ფული არ გადაიხადა.

ადამიანმა იგრძნო რომ ჯაჭვის ნაწილია, და ზუსტად სხვების თანაბარი რგოლი-სამყაროს ერთი პაწაწინა ნაწილი. 

ყველა ფიქრობს რომ ამ გაკვეთილის მერე მსოფლიო ძალიან შეიცვლება, ძალიანაც რომ მოინდომოს ისეთი ვეღარ იქნება როგორიც გუშინ იყო.

მაგრამ გაივლის დრო და ყველაფერი კარგად იქნება, ისევ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გავაგრძელებთ ცხოვრებას როგორიც ეს ადრე იყო. 

უფალი განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს, მარტო არ დატოვებს. თავად უფალი, ზეცისა და ქვეყნის შემოქმედი, დამდაბლდა, ადამიანური ხორცი შეიმოსა, იშვა ბაგაში და იტვირთა სიღარიბე, სივალალე, რათა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ებოძებინა თავისი მოწყალების სიმდიდრე.

ამრიგად, ადამიანის დაუცხრომელი ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგვანახა და გაგვახსენა როგორ გვჭირდება ერთმანეთი. როგორ უნდა გამოგვეყენებინა თითოეული წამი და წუთი ისე რომ სხვისთვის ზიანის მიყენება არ გვესწავლებინა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება