სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ სკოლას“ - კალოთის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული
04-05-2020
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის კალოთის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდაპირველად მასწავლებლებს გაურთულდათ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა, რადგან თავს იჩენდა სხვადასხვა პრობლემა (ეს იყო ინტერნეტი, კომპიუტერი, ტელეფონი თუ სხვა...), მაგრამ ახლა უკვე აქტიურადაა ჩართული თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი დისტანციურად სწავლების პროცესში.

„კალოთის საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციური სწავლებისათვის ვიყენებთ Microsoft teams, რომელიც ძალიან მოგვწონს. ყველა მასწავლებელს და მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებას და სრულად საქართველოს სიმშვიდეს. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენ საყვარელ სკოლას",-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კალოთის საჯარო სკოლის მოსწავლები სახლიდანაც აქტიურად მუშაობენ და აღნიშნეს დედამიწის დღე, ასევე დედაენის დღე. ისინი იმედოვნებენ, რომ სკოლაში სწავლა მალე დაიწყება და ბავშვებთან ერთად ითამაშებენ, მოინახულებენ მეგობრებს.

"კალოთის საჯარო სკოლის მოსწავლებთან ერთად გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ექიმებს, ისინი ნამდვილად ზრუნავენ  ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დავრჩეთ სახლში, გაუფრთხილდეთ ჩვენს ჯამრთელობას. მხოლოდ ამ ფორმით შევძლებთ დავეხმაროთ ერთმანეთს. მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები იმედოვნებენ, მალე დაბრუნდებიან სკოლაში",-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება